სამართალი და კრიმინალი

თაღლითობა ფეისბუქით _ შს სამინისტრომ ცოლ-ქმარი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითური ჯგუფი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: ცოლ-ქმარი – 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ძ. და 1995 წელს დაბადებული ლ.კ., ასევე, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.გ. და 1987 წელს
დაბადებული კ.თ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 1000-ზე მეტი
ლარი შედგინა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close