„ფრესკოს“ თანამშრომლების მსგავსად, არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ხმა აიმაღლეს მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ თანამშრომლებმაც. აუდიტორია 115 ასეთ განცხადებას აქვეყნებს:

„ბიბლუსი“-ს თანამშრომლებმა, რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ „ბიბლუსი“-ს მენეჯმენტს დაბარებული ჰყავს შეხვედრაზე საშუალო რგოლის მენეჯერები და აიძულებს მათ, რომ მოახდინონ მობილიზება თანამშრომლების, რათა მათ გადაიღონ სურათი წარწერით, „მე მიყვარს ბიბლუსი” და ა.შ.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით. მონობა უნდა დასრულდეს“.

გავრცელებული ინფორმაციის საფუძლველზე „ფრესკო“-ში ჯანდაცვის სამინისტრო შევიდა, თუმცა მინისტრმა _ სერგეენკომ განაცხადა, რომ „ფრესკო“-ში დარღვევები ვერ დააფიქსირეს. ვინ დაინტერესდება ბიბლუსში არსებული ვითარებით? ხელისუფლება ჯერჯერობით დუმს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი