,,გუშინ, „რუსთავი 2“-ის ყურებისას ბევრ ადამიანს გული გაუსკდა სწორედ იმის გამო, რომ თურმე მთიულეთში, დედას მკვდარი შვილის საფლავი ამოუთხარეს – „ხალხო, ვერ ხედავთ, უკვე მკვდრებსაც დაერივნენ და ერთად დავდგეთო!“ ეტყობა, ვერა და ვერ მივეჩვიეთ ნაციონალების ხელწერას– ვიღაცის პირადი ტრაგედია საკუთარ ინტერესებს მოარგონ, არადა შვილმკვდარი დედა სხვის სასაფლაოზე აკივლეს, რათა სურათი მაქსიმალურად გაემძაფრებინათ. ისიც რას იზამდა? თუმცა მერე კი აღიარა: წარმოვიდგინე, ჩემი შვილის საფლავი ყოფილიყო ასეთ ადგილას და თავი ვერ შევიკავეო. არადა, რა კარგად იმუშავეს– ამ დედის ისტორია წინასწარ გაიგეს, სახლში მიადგნენ, მანქანაში ჩასვეს, ადგილზე მიიყვანეს და შვილი ხელახლა შეაცხადებინეს, თან, ვიმეორებ-სხვის საფლავზე!
ბოძის გამო ბულდოზერის მიყვანა და მკვდრების ამოთხრა – ეს ხომ წარმოუდგენელია? რა ჰქვია ამას სახელად? ეგება–„დოქსოპულო, დედა გყაავს?“
ერთმა ჩემმა მეგობარმა დაწერა და სრულიად ვეთანხმები: რატომ გგონიათ, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ხალხი გააღიზიანოს და 2 მეტრის გამო თავი აწყევლინოსო? მართლაცდა, ვის სჭირდება შავი პიარი? საზმაუზე გამოსულმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ სიტუაცია შეაფასა, რაშიც სრულიად ვეთანხმები: სანამ ქულების დამწერები გვეყოლება ამ ქვეყანაში, საქმე არ გაკეთდება!” _ წერს ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი