უმუშევართა კავშირის თავმჯდომარე – თამარ იოვაშვილი euronews.ge -ს კონსტიტუციის ახალ კანონპროექტზე ესაუბრა. მისი თქმით, ეს კანონპროექტი არის ქართველი ერისთვის სამარცხვინო.
  თამარ იოვაშვილი:
  _ არცერთი პარტია ამ საკითხზე არ საუბრობს… არადა, ეს ძალიან მნიშნელოვანია! არსებული კონსტიტუციის რედაქციით, მუხლი 32 წერია: სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით.
 ახალი კონსტიტუციის პროექტშ, მუხლი 5 პ. 4 აღნიშნულია: სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.
    სხვაობას ალბათ ხედავთ! სიტყვა უმუშევარი, სტატუსი, რომელიც იყო გარანტირებული კონსტიტუციით, საერთოდ არის გამქრალი. ეს იმას ნიშნავს, რომ შემწეობაზე, დასაქმების ხელშეწყობაზე და ა.შ. ლაპარაკიც აღარ იქნება. ამის შემდეგ წერია, რომ საქართველო თურმე სოციალური სახელმწიფოა… სასაცილოა!!! ჩვენ ვართ სასაცილონი, ამას რომ ვპატიობთ და ვუთმობთ.
   ახალი კონსტიტუციის პროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს! ახალი კონსტიტუცია ასეთი ფორმით, იქნება ერის სირცხვილი! კონსტიტუცია არის ქვეყნის მთავარი კანონი! შეუძლებელია, რომ ის, ასე ცინიკურად არაფრის მომტანი იყოს. 25 წელზე მეტი გრძელდება ,,ბარდაკი” ქვეყანაში! მოვიდა საოცნებო პარტია და საოცნებოდ გვატყუებდა 4 წელი… ახლა კი პირდაპირ იძალადეს კონსტიტუციაზე!
  ჯერ კიდევ ახალი წლების წინ, ფასების ზრდა საწვავზე და ოპტიმიზაცია სამინისტროებში უნდა გამხდარიყო საყოველთაო დაუმორჩილების მიზეზი. არც ახლაა გვიან და მთელი ქვეყანა ქუჩაში უნდა გამოვიდეს!
  აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ ის უნამუსო ქმედება, რასაც ჩადის კობახიძის გუნდი! ყველაფერს აქვს საზღვარი! ნუთუ არ ესმის ეს ხალხს? რაც შეეხება სხვა პარტიებს… მინდა, მათაც მივმართო: რომ საუბრობთ საარჩევნო თემებზე და მასზედ, თუ ვინ აირჩევს პრეზიდენტს, ჯობს, მე-5 მუხლზე ისაუბროთ!
 რაში მაინტერესებს პრეზიდენტი, როდესაც გაცილებით მნიშნელოვან უფლებებს გვართმევენ?

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი