ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. . აქციის მონაწილებმა 21 წლის გუკა ბაძაღუას პატიმრობა გააპროტესტეს. ადგილზე იმყოფებოდნენ  ბრალდებულის ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  და მოქალაქეები.

როგორც ნინო ბაძაღუამ ჟურნალისტებს განუცხადა,  მისი ძმა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმე ეხება დანაშაულის დაფარვას, რომელიც თბილისში მოხდა.

შეკრებილებმა აქციის დასასრულს  ზუგდიდის სასამართლოს ჭიშკარზე ხელებიც მიიბეს.ისინი ამბობენ, რომ არიან აპოლიტიკურები.

სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდიას განცხადებით, მასშტაბური აქცია 4 დეკემბერს, თბილისის რაიონული სასამართლოს წინ გაიმართება.

ბაძაღუას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ოქტომბერში შეუფარდა. მას ბრალად მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვა ედება.

მიხეილ ძიძიგური

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი