,,aljazeera”-ს ინფორმაციით, ავღანეთში, ქალაქ მაზარი-შარიფთან სამხედრო ბაზას თალიბი მებრძოლები თავს დაესხნენ. მოკლულია 140 ჯარისკაცი. გამოცემის ცნობით, არიან დაშავებულებიც.
თავდასხმა პარასკევს, ლოცვის შემდეგ ერთ-ერთ მეჩეთთან მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა. ექვსმა თავდამსხმელმა სამხედრო ბაზაზე შეღწევა ორი სამხედრო მანქანით შეძლო. მათ დაცვის თანამშრომლები მოატყუეს, თითქოს მანქანებით დაჭრილი ჯარისკაცები სასწრაფოდ ბაზის ტერიტორიაზე უნდა შეეყვანათ. „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მათმა მოძრაობამ აიღო.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი