,,ორი სიტყვა ჟურნალისტების ბრძოლაზე, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად – ფეისბუქის ლაივებში იუზერები გვიკიჟინებენ, ზოგი გვლანძღავს კიდეც, რომ “რა დროს ვიღაც აზერბაიჯანელის დაცვაა, როდესაც, ქართველები გვყავს დასაცავი”.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი კომენტარების ავტორების უმრავლესობა, განსაკუთრებით უშვერი სიტყვებით ვინც გამოირჩევა, ჩვეულებრივი ფეიქექაუნთებია, რომელსაც ხელისუფლება ვითომ საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად იყენებს, მაინც მუსირებს ეს მოსაზრება.

ამიტომ მათთვის ვიტყვი: ჯერ ერთი, ადამიანის უფლებებებმა ეროვნება, მრწმასი თუ მოქალაქეობა არ იცის, ის უნივერსალური ღირებულებაა, არავინაა “მეტად” ან “ნაკლებად დასაცავი”, და მეორე და მნიშვნელოვანი – ამ ბრძოლით სწორედაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიცავთ საშიშროებისგან, რომ ერთხელაც მათ არ ჩამოაცვან თავზე ტომარა და მერე რომელიმე საკანში ან სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არ იპოვონ.

არ მგონია, რომ ეს რთულად აღსაქმელი ამბავია!

და ბოლოს, სირცხვილია, რომ მუხთარლის მხარდასაჭერად ძირითადად მხოლოდ ჟურნალისტები აქტიურობენ” _ აცხადებს “ლიბერალის” რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი