ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე 7 წლის ბავშვი ავტომობილის დაეჯახების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი შემთხვევის დროს მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა.

როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოში აცხადებენ, დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და საავადმყოფოში შეყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი