ზუგდიდში ერთ-ერთ სასტუმროში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით,  გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია, რომელიც თბილისში ცხოვრობს. ის ნათესავებთან გალში იმყოფეობოდა და ღამე ზუგდიდის სასტუმროში დარჩა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მიხეილ ძიძიგური

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი