ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო დააყაჩაღეს – ინფორმაცია “euronews.ge” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა. უწყებაში “euronews.ge” უთხრეს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

„ლენდო“ შარშან, 16 მარტსაც დააყაჩაღეს. ოფისში ერთი პირი შეიჭრა და სათამაშო იარაღის გამოყენებით 5 ათასი ლარი გაიტაცა.

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი