ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, დედა და მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდნენ. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, “ნისანის” მარკის ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, დაშავებულ ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, აქვს სავარაუდოდ მოტეხილობები.

შემთხვევის ადგილზე სამართალდაცველები არიან მობილოზებული. ისინი ავტომობილის მძღოლს კითხავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში «euronews.ge«განუცხადეს, რომ საქმე აღძრულია 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მიხეილ ძიძიგური

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი