ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში, ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა,ერთმანეთს სამარშუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი ამობრუნდა.  ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამარშუტო ტაქსიში 4 ადამიანი იმყოფებოდა, ოთხივე  მგზავრი დაშავდა, ასევე დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლიც. მათი გადმოყვანა ფანჯრებიდან მოქალაქეებმა შეძლეს.
 დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.ექიმების, განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მიშკა ძიძიგური

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი