უბედური შემთხვევა სოფელ ცაცხვთან. მატარებელი შუა ხნის მამაკაცს დაეჯახა.მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია  გადაყვანილი..  ჰოსპიტალის მორიგე ექიმი  თეა პაჭკორიას განცხადებით,დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„euronews“ -ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მიხეილ ძიძიგური

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი