სანდრო ბრეგაძე, ქართული მარშის ლიდერი:

_ რა გეინაუგურაციებათ ??? მთელი დღის განმავლობაში ფეისბუქზე უამრავი ქართველი ანგელოზი ბავშვის ფოტოს ნახავ,რომელთაც ოპერაციის ან უცხოეთში მკურნალობისთვის ფული ჭირდებათ, სიცოცხლის გადასარჩენად ჭირდებათ ფული და ხშირ შემთხვევაში ამ ფულს ვერ შოულობენ—ასეთ გაუბედურებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და მთელი ხელისუფლება იმაზე ფიქრობს, “სვეცკად” და პარიზულად როგორ ჩაატაროს ინაუგურაცია, თელავში იყოს თუ დარუბანდის კარებთან, სალომემ შანელის სამოსი ჩაიცვას თუ დემნა გვასალიასი. არჩევნებზე ხომ დახარჯეს 20 მილიონი, ახლა ინაუგურაციაზე დაიხარჯება 2-3 ბავშვის გადასარჩენად საკმარისი ბიუჯეტის ფული და იბერიაც გაბრწყინდება !!! ზვიადს მიბაძეთ, ზვიადს, მისი ინაუგურაცია და ფიცის დადება ნახეთ სატელევიზიო არქივში და მიხვდებით, თუ როგორ მოკრძალებულად უნდა იქცეოდეს ღარიბი და ოკუპირებული ქვეყნის პირველი პირი !!!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი