სამართალი და კრიმინალი

„ზეწოლა პროკურატურის მხრიდან სულ არის, დაკავებისას ჩემი უფლებები დაირღვა”

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს.

ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულმა მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა.

გიორგანაშვილის თქმით, ის არალიბერალური კანონმდებლობის მსხვერპლი გახდა. როგორც მან აღნიშნა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას მსგავს მდგომარეობაში მყოფი უამრავი ადამიანი გაიცნო.

„ბევრი ადამიანი შემხვდა ციხეში, ვინც ანალოგიური პრობლემით იყო, უბრალოდ, მათ არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა და ძალიან ბევრმა მთხოვა, რაღაც ფორმით, მათი პრობლემა გამევრცელებინა“,- განაცხადა გიორგანაშვილმა.

მსახიობმა აღნიშნა, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა.

„ზეწოლა პროკურატურის მხრიდან სულ არის. დაკავების პროცესში ჩემი უფლებები დაირღვა.არც ოქმია ადგილზე შედგენილი, მოწმეებიც მარტო პოლიციელები არიან.

რეალურად, იქ იყო თუნდაც ტაქსისტი. შეეძლოთ ნებისმიერი გამვლელი მანქანა გაეჩერებინათ და მოწმის სახით დაესწროთ. ადვოკატი შეიძლებოდა მოსულიყო, მაგრამ არაფერი არ დამიკმაყოფილეს.

რეალურად, ყველაზე მძიმე პირველი დღე იყო. აყვანისას მივხვდი, რომ იქ ვიწირებოდი“,- განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.

„თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში. ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა მოხშირდა და საპოლიციო სისტემაში ხარვეზებია.

„თეთრი ხმაური“ ამ საკითხზე ხელისუფლებას რეაგირებას ითხოვს.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close