საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავით ნარმანიას თბილისის მერობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

“მინდა დავით ნარმანიას დიდი მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის. ამ წლების განმავლობაში ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ იგი ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს. დღეს მან ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარმოადგინა, თუ რა გაკეთდა ჩვენს დედაქალაქში. ნამდვილად ბევრი აქვს საამაყო. განხორციელდა უამრავი პროექტი, მაგალითად, “ახალი ტფილისის” პროექტი, რომლის ფარგლებშიც 51 შენობა არა მხოლოდ ფასადურად, არამედ მთლიანად გარემონტდა; აშენდა სრულიად ახალი გზები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე გამზირს; დახურული საბავშვო ბაღების ნაცვლად გაიხსნა ახალი ბაღები და ა.შ. მინდა მადლობა გადავუხადო დავით ნარმანიას და ვუსურვო მომავალ საქმიანობაში ბევრი წარმატება. ველოდებით ყველა, რომ კახა კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი თბილისისთვის. ყველაზე მეტად კახის წარმატება დარწმუნებული ვარ, რომ დავითს გაუხარდება”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი