ზაჰესის ხიდი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  2წელი დასჭირდა უკვე დაზიანდა.

Euronews.ge -ის ინფორმაციით ზაჰესის ხიდთან მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობს. ხიდის ორივე მხარეს საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და სავარაუდოდ არ უშვებენ სატვირთო მანქანებს.

 

ზაჰესის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, საბოლოოდ, 2017 წლის 18 მარტს დასრულდა.

მაღალი გამტარიანობის მქონე ახალი ხიდი 50 წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა. ხიდს დაემატა ტროტუარები და გარე განათების ახალი ქსელი დამონტაჟდა.ხიდი მტკვრის ორივე სანაპიროს ერთდონიანი გადასასვლელით უკავშირდება. ახალი ხიდის გვერდით არსებული ზაჰესის ძველი ხიდი საკომუნიკაციო კომპანიების დანახარჯებით მოწესრიგდა და მას საკომუნიკაციო სისტემების გამტარი ფუნქცია ექნება

 

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი