ზაზა ხატიაშვილს ღიად ემუქრებიან _ ამგვარი დასკვნა იმ ფეისბუქკომენტარებიდან გამომდინარე გავაკეთეთ, რომლითაც, ალბათ, სამართალდამცავებიც უნდა დაინტერესდნენ. euronews.ge-ს მიერ ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელებული ნიუსის კომენტარში, რომლის სათაურიც არის: „ზაზა ხატიაშვილი: ამდენი მონა თუ იყო ამ ქვეყანაში, არ მეგონა“ , კონკრეტულმა პირმა დაწერა მუქარისშემცველი ინფორმაცია: „სადმე თუ გადავეყარე ამას, მერე ვაჩვენებ ვინ არის მონა და ვინ არა…“ რასაც მოჰყვა მეორე ფეისბუქმომხმარებლის კომენტარი: „ყოველ კვირას მახათას მთაზე, ეკლესიაში დადის, დილის წირვაზე“.

მიგვაჩნია, რომ ეს კომენტარები შეიცავს გარკვეულ მუქარას საჯარო პირის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიმართ, რაზედაც სამართალდამცავებმა დროულად უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები. აღნიშნული მუქარის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სქრინშოტის სახით ინახება სააგენტოს რედაქტორთან, რომელსაც, დაინტერესების შემთხვევაში სამართალდამცავებს ელექტრონული სახით მიაწვდის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი