“ვაქვეყნებ თეა წულუკიანის განცხადებაზე ჩემს პასუხს. ვფიქრობ, დიდი წარმატებაა წულუკიანის განცხადება, რომ სია მე ჩავაგდე, რადგან ეს არის მისი უსუსურობის აღიარება.

მე, პირდაპირ ვადანაშაულებ პრემიერს და იუსტიციის მინისტრს იმ სირცხვილში, რაც საქართველომ განიცადა  სტრასბურგში, მოსამართლეების სიის ჩავარდნის გამო. ეს არის, ფაქტობრივად, საქართველოს ბანანის რესპუბლიკების გვერდით დაყენება. საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ვინაიდან მას გასდის ყველანაირი უკანონობა საქართველოში, ეს გაუვიდოდა სტრასბურგშიც. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მივაღწიეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ იმის დამტკიცებას, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი კანდიდატები იყვნენ პოლიტიკური ნიშნით შერჩეულნი, რაც დიდი გამარჯვებაა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის სავარძელის დასაკავებელად წარდგენილი სიის უკან დასაბრუნებლად იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ იშიმშილებდნენ, ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა სამწუხაროდ იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია უკან დაბრუნებოდაო.

მინდა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას განვუმარტო, კომისიის სხდომამდე ერთი თვით ადრე, მე, ზაზა ხატიაშვილმა მოვითხოვე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, სანდრო ბარამიძის ამოღება გასაუბრების სიიდან, ვინაიდან იგი ბრძანდებოდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო იუსტიციის მინისტრი იყო კომისიის თავმჯდომარე. ასევე, კომისიის სამდივნო იყო დაკომპლექტებული იუსტიციის სამინისტროდან, რომელიც გასაიდუმლოებული გახლდათ. კომისიის წევრებიდან ანა ნაცვლიშვილის გარდა მხარი არავინ დამიჭირა და არ მოხდა სანდრო ბარამიძის ამოღება კანდიდატთა სიიდან. (აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებს ანა ნაცვლიშვილი, ასევე სახალხო დამცელი უჩა ნანუაშვილი და ჯავახიშვილის ინივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტის დეკანი, ირაკლი ბურდული, რომლებიც ბრძანდებოდნენ ჩემთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კომისიის წევრები).

მე განვაცხადე კომისიის სხდომაზე, რომ ამ ფაქტს ასე არ დავტოვებდი და ვიჩივლე სტრასბურგში. ვეკითხები წულუკიანს და კვირიკაშვილს, ეს არ არის ინტერესთა კონფლიქტი? როგორ შეიძლება იუსტიციის მინისტრი იყოს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი პირველი მოადგილე, რომელმაც არ დატოვა თანამდებობა იყოს კომისიის წინაშე კანდიდატი? უბრალო ლოგიკა ვერ გაიგეს ვერც წულუკიანმა და ვერც კვირიკაშვილმა (საცოდავი საქართველო ამათ ხელში). სამაგიეროდ, ინტერესთა კონფლიქტი კარგად იციან რა არის ევროპის საბჭოში, სადაც წესიერი და პატიოსანი პირები მუშაობენ. წულუკიანს და კვირიკაშვილის ევროპელი დეპუტარები ქართველ დეპუტატებში აერიათ.

ნაცვლად იმისა, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა მოიხადოს ბოდიში საქართველოს წინაშე იმის გამო, რომ მან და წულუკიანმა წარადგინეს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კანდიდატები, რითიც თავი მოსჭრეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, წულუკიანი ჩვენ გვაბრალებს საკუთარ და კვირიკაშვილის უსუსურობას, უპრინციპობას, რაც ამაზრზენი ფაქტია“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი