საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი  საქართველოს მოქალაქეებს იწვევს „ბავშვთა სამყარო“-ს დაწვით დაზარალებული მოვაჭრეების მხარდამჭერ აქციაზე:

„მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს, 04 თებერვალს 12:00 საათზე ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად მოხვიდეთ აქციაზე სახელმწიფო კანცელარიის წინ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გაოგნებული ვარ ხელისუფლების უმოქმედობით, დაზარალებულ მოქალაქეებთნ მიმართებაში. ჩვენი დები და ძმები სტიქიური უბედურების მსხვერპლნი გახდნენ და ხელისუფლება ტაშ-ფანდურით პასუხობს, რაც ამაზრზენი ფაქტია. 2017 წლის 2 თებერვალს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა შეხვედრა დაზარალებულ მოქალაქეებთან, რომელთა ინტერესებს იცავს ცნობილი ადვოკატი მარიკა არევაძე. ადვოკატთა ასოციაციაში შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2017 წლის 04 თებერვალს გაიმართება ერთობლივი, გამაფრთხილებელი აქცია კანცელარიის წინ, რათა ხელისუფლება მოვიდეს გონს და დაეხმაროს დაზარალებულ მოქალაქეებს. ხელისუფლება ვალდებულია, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას ხელი აიღოს ესტრადის ვარსკვლავების ჩამოყვანაში ათეულობით მილიონების გადახდაზე და დაეხმაროს ჩვენს მოქალქეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს მთელი საზოგადოების პროტესტს. 2017 წლის 30 იანვარს, გამთენიისას „ბავშვთა სამყაროში“ მომხდარი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა იქ მომუშავეთა საქონელი, რის გამოც დაზარალდა რამდენიმე ასეული ადამიანი და თითოეულს მიადგა ათი ათასობით ლარის ზიანი. რამდენიმე დღის გასვლის მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა ზარალის დაანგარიშება და პრობლემის გადაჭრის მიზნით ქმედითი ღონისძიებების განხორციელება. დღემდე, რამდენიმე ასეული ადამიანი დგას მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ გადაწყვეტას რათა შესაძლებელი გახდეს საქმიანობის აღდგენა-გაგრძელება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით დაზარალებულები მიმართავენ ხელისუფლებას და ითხოვენ:

1. მყისიერად მოხდეს ზარალის დაანგარიშება და დაზარალებულებისათვის კომპენსაციების გადახდა, დამდგარი ზიანის 100%-ის ოდენობით;

2. სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარომ“ აიღოს პასუხისმგებლობა (მათ შორის ფინანსური) დაზარალებულების წინაშე, შპს „ნიუ მოლი 2011“-ის, შპს „დუბლიორი“-სა და სხვა მსგავსი კონტრაქტორების ნაცვლად;

3. გამსესხებლების მხრიდან (მათ შორის ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) მოხდეს დაზარალებულებისათვის სესხების დაპაუზება 1 (ერთი) წლის ვადით;

4. 10 (ათი) დღის ვადაში განხორციელდეს „ბავშთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა და დაზარალებულებისათვის სავაჭრო ადგილების გამოყოფა შეღავათიანი პირობებით, დამწვარი შენობის ადგილას ახალი შენობის აშენებამდე. ამასთან, ახალი შენობის აშენების შემდგომ, დაზარალებულებს მიეცეთ იმავე ადგილებზე საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და 1 (ერთი) წლით გათავისუფლდნენ საიჯარო გადასახადისაგან;

5. საქმეზე მოხდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. მიმვართავ საქართველოს ,,პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს“, ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში, შეხვდეს დაზარალებულებს და პირად კონტროლზე აიყვანოს საკითხი.

მოსახლეობას მოვუწოდებთ 04 თებერვალს 12:00 საათზე მოვიდეს აქციაზე და დადგეს დაზარალებულების გვერდით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი