,,თანამემამულენო! ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია!
გელოდებით ყველა მოქალაქეს, ვინც არ იყიდება, 8 მაისს დილის 10-00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ, ერთად გავაპროტესტოთ მურუსიძეების სამუდამოდ დანიშვნა სასამართლო სისტემაში.
სამარცხვინო ხელისუფლებამ გადაწყვიტა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანების სამუდამოდ, მოსამართლის მანტიით აღჭურვა, რაც არის ამ ქვეყნის სამართლებრივი განვითარების დასასრული. სამართალი გახდა ასოცირებული მურუსიძესთან, ჩინჩალაძესთან და ცერცვაძესთან, ვინც ეს ქვეყანა შეიყვანა ჭაობში.

სამუდამო მოსამართლეობა ასევე სურთ რეჟიმის საყრდენებს: ალანიას, ჯვარშეიშვილს, ფხაკაძეს და საზოგადოებისთვის მიუღებელ სხვა პიროვნებებს. თანამემამულენო, გახსოვდეთ სამართლიანი სასამართლოს გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება” _ წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ზაზა ხატიაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი