ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი, უფლებადამცველი:
  _ დღეს, მთავარი პროკურატურის წინ, ბავშვთა სამყაროს გადაწვის შედეგად დაზარალებულების აქციას დავესწარი. საცოდავი ხალხი თითქმის ორი წელია დგას ქუჩაში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, მაგრამ ამაოდ. ზოგიერთი დაზარალებულის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, მიდის თვითმკვლელობამდე.
 დაზარალებული ნესტან ქოჩორაშვილი მოსული იყო ბენზინით და უნდოდა თავის დაწვა. ვთხოვეთ, ორი დღით თავი შეეკავებინა, იქნებ ახალი მთავარი პროკურორი შეხვედროდა დაზარალებულებს რეალური წინადადებებით. პარასკევს, ნესტან ქოჩორაშვილი ფიქრობს თავის დაწვას, რადგან მის სიცოცხლეს, მისი თვალთახედვით, აზრი არ აქვს. მივმართავ ხელისუფლებას! გამოფხიზლდით! ხვალ შეიძლება თქვენი გამოფხიზლება იყოს გვიან. ხელისუფლების უმოქმედობიდან გამომდინარე, ვფიქრობ , რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების ხელშეწყობით მოხდა.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი