საზოგადოება

,,ვცდილობდით შუშები ჩაგვემტვრია, შენობიდან კვამლი რომ გასულიყო” _ რას ჰყვება ხანძრის თვითმხილველი

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის დეტალებზე თვითმხილველები საუბრობენ. როგორც მსახიობმა კახა მიქიაშვილმა ambebi.ge-ს განუცხადა, დაახლოებით 20:00 საათისთვის, სასტუმროს მეშვიდე სართულზე ვახშმობდნენ, როდესაც დარბაზში შუქი გაითიშა და უთხრეს, რომ სასტუმროში ხანძარია.

”რამდენიმე წუთში კვამლში გაეხვა მთელი სასტუმრო. ელექტროენერგიის გათიშვის დროს, ავტომატურად იკეტება კარი, კიდევ კარგი მოვასწარით და ტერასაზე გავედით. შუქი როგორც კი ჩაქრა, ორ წუთში ჩაირთო სახანძრო სისტემა, წყალი ასხამდა, მაგრამ დაკვალიანების ჩაქრობა მაინც ვერ ხერხებოდა. არაფერი არ ჩანდა. ზუსტად ორ წუთში მოვიდნენ მაშველები, მაგრამ ვერ ხდებოდა მეშვიდე სართულზე ამოსვლა. ვცდილობდით შუშები ჩაგვემტვრია, შენობიდან კვამლი რომ გასულიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სამწუხარო ტრაგედია მოხდა, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისინი სწორედ კვამლით გაიგუდნენ. ხალხი ფანჯრებიდან ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა, ვერაფერს ვხედავდით, მაგრამ ასე ვამხნევებდით ერთმანეთს.

სასწაული შეძლეს ჩვენმა მეხანძრეებმა. დაახლოებით ათი საათისთვის გამოგვიყვანეს სასტუმროდან, მანამდე ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო”,- განაცხადა კახა მიქიაშვილმა.

მისი თქმით, მოგვიანებთ მივიდა სასტუმროში, რომლის ფოიეშიც არაფერი არ არის დაზიანებული.

კიდევ ერთმა თვითმხილველმა, ირაკლი მეტრეველმა, რომელიც დღეს სასტუმროსთან იმყოფებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განგაში იყო.

”სასტუმროს თანამშრომლებიც თვითონ პანიკაში ჩავარდნენ და და ჩოჩქოლი რომ ატყდა, უცბად კვამლიც გამოჩნდა. ამ დროს ვიყავი იმ სართულზე, სადაც რესტორანი მდებარეობს. ყველანი ვერანდაზე გავედით, თუმცა იქ აღმოვჩნდით გამომწყვდეულები, შიგნით კვამლის გამო ვერ შევდიოდით და და გარეთაც ვერ გავდიოდით, რადგან ჩასასვლელიც არსად იყო“, – განაცხადა ირაკლი მეტრეველმა.
თვითმხილველი აცხადებს, რომ ცეცხლის კერა მას პირადად არ დაუნახავს, თუმცა დაინახა დიდი რაოდენობით, შავი კვამლი.
მისივე თქმით, მან არ იცის, იყო თუ არა სასტუმროში საევაკუაციო კიბე ან სად უნდა მოეძებნა, ასეთი მინიშნებაც არ იყო.
დღეს სასტუმრო „ლეოგრანდთან“ უცხო ქვეყნის მოქალაქეც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ტანსაცმელი, და პასპორტი სასტუმროში დარჩა. ის პირადი ნივთების დაბრუნებას ითხოვდა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close