Home კულტურა ვულოცავ ყველას! – კახეთში აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინეს

ვულოცავ ყველას! – კახეთში აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინეს

20 second read
0
20

2016 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სავარაუდოდ ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.

ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის გამორიცხული მისი ფართობის ცვლილება. დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება. ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს.

აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20მ სიმაღლის ყორღანია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, 2017 წელს დაგეგმილი აქვს კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი კალანდია სოციალური ქსელში აქვეყნებს ამ ვიდეოს შესაბამისი კომენტარით:

”უმაგრესი აღმოჩენა! შეიმჩნიეთ და გაიხარეთ ხალხო! ნახეთ რამხელა არქეოლოგიური ობიექტია! ნამდვილი არქეოლოგიური ძეგლია და არა მოგონილი, უდიდესი აღმოჩენები გველოდება! ვულოცავ ყველას!”,

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In კულტურა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *