,,შუმერები ამტკიცებენ, რომ ჰქონდათ კონტაქტი პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებთან! შუმერული ტექსტების თანახმად, ზუსტად ამ პლანეტიდან ჩამოვიდნენ ანუნაკები დედამიწაზე. ჰუმანოიდებს არა მარტო კონტაქტი ჰქონდათ ადამიანურ რასასთან, არამედ ისე ახლოს იყვნენ მათთან, რომ არ არის გამორიცხული საერთო შთამომავლობაც ჰყავდეთ.
პირველი ანუნაკები დედამიწაზე 445 ათასი წლის წინ(შუმერული ცივილიზაციის შექმნის თარიღი)
ჩამოვიდნენ.
რატომ სურდათ პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებს დედამიწაზე ჩამოსვლა? მათ აინტერესებდათ სასარგებლო მინერალები, პირველ რიგში, ოქრო.
რატომ? თუ ავიღებთ თეორიას ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ მეთორმეტე პლანეტაზე(მზის სისტემის), შესაძლოა, მათ სურდათ ოქროსშემცველი დამცავი ეკრანის შექმნა პლანეტისთვის.
ანალოგიური ტექნოლოგიით ხომ ჩვენს დროში, დღემდე მიმდინარეობს კოსმოსური პროექტების გარკვეული ნაწილი.
პირველად ანუნაკები უშედეგოდ ცდილობდნენ, ოქროს მოპოვებას სპარსეთის ყურეში, ხოლო შემდეგ დაიწყეს მიწისქვეშა სამუშაოები სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ, როდესაც პლანეტა ნიბირუ იმყოფებოდა დედამიწის სიახლოვეში, მასზე იგზავნებოდა მთელი მოპოვებული ოქროს მარაგი. ანუნაკები საკმაოდ დიდხანს მოიპოვებდნენ ოქროს დედამიწაზე, 100-150 ათასი წლის განმავლობაში. ხოლო შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, მოხდა აჯანყება. ანუნაკებს მობეზრდათ, ათასობით წლის მიწისქვეშ გატარება და ოქროს მოპოვება. მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ “პრიმიტიული მომუშავეები” მიწისქვეშ სამუშაოდ. კაცობრიობის შექმნის მთელი პროცესი, დაწვრილებით აღწერილია – შუმერულ თიხის დაფებზე. ამ ინფორმაციამ შოკში ჩააგდო “თანამედროვე” გენეტიკები.
არის სხვა ვერსიებიც:
თორა! ეს სიტყვა შეიქმნა შუმერების დროს. ეს სიტყვა მოცემულია მრავლობითად, და ზუსტი თარგმანით უნდა აღნიშნავდეს ღმერთს. ადამიანის შექმნის მიზეზი კი, ირკვევა(ვარაუდია) “… არ არსებობდა კაცი მიწის დამმუშავებელი”…
ანუნაკების მმართველმა ანუმ და მთავარმა მეცნიერებმა, ენიკებმა გადაწყვიტეს შეექმნათ “ადამუ”. ეს სიტყვა წარმოიშობა “Adamah”-იდან(მიწა) და აღნიშნავს, “დედამიწელს”. ენიკებმა გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ მხოლოდ ფეხით მოსიარულე არსებები, რომლებიც უკვე არსებობდნენ დედამიწაზე, და გაეუმჯობესებინათ ისინი იმ დონეზე, რომ მათ შეძლებოდათ ბრძანებების გაგება და ინსტრუმენტების გამოყენება. მათ ესმოდათ, რომ დედამიწის ბინადრებს ევოლუცია ჯერ არ გაუვლიათ და ამ პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს. დედამიწას უყურებდნენ როგორც ერთ ცოცხალ არსებას, ისინი ფიქრობდნენ, რომ აქ სიცოცხლე ისევე გაჩნდა, როგორც მათ მშობლიურ პლანეტაზე, ენიკებს ეძახდნენ “Nahash”, რაც აღნიშნავს “გველთა, გველს” ან “ის, ვინც იცის ყველაზე მეტი საიდუმლო”… უფრო კონკრეტულად “Nahash” სიმბოლოთიც გამოისახებოდა, ორი ერთმანეთზე შემოხვეული გველი. ეს სიმბოლო ჰგავს დნმ ის სტუქტურულ მოდელს, რომელიც ენიკებმა გამოიცნეს, გენეტიკური ცდების შედეგად.
ენიკების გეგმაში შედიოდა, ადამიანისა და ანუნაკების დნმ ის შეერთება და ახალი რასის მიღება. ენიკებმა დასახმარებლად მოიხმეს ახალგაზრდა ლამაზი გოგონა , სახელად ნინტი – “ქალბატონი, რომელიც იძლევა სიცოცხლეს”. ჩანაწერებში არის ინსტრუქცია, რომელიც ენიკებმა მისცეს ნინტის. უპირველეს ყოვლისა, მთელი პროცედურა უნდა ჩატარებულიყო სტერილიზებულ ადგილას. ენიკები მუშაობისას იყენებდნენ, აფრიკული მაიმუნის კვერცხუჯრედებს, რომელიც ჩრდილოეთ ზიმბაბვეში ბინადრობს.
“ინსტრუქციაში” წერია: “შეურიე არსი და თიხა მიწის ბაზიდან რომელიც არის ჩრდილოეთით”. ნინტი როგორც მეცნიერები ასკვნიან, იყო ძალიან ჭკვიანი და მრავლისმცოდნე, ახალგაზრდა ანუნაკი, რომელიც თიხისგან და არსისგან მიიღებს ახალშობილის ბედს… და რაც ის, გამოვა იქნება ადამიანი”.
ღვთაებრივი ელემენტი, რომელსაც შუმერებმა უწოდეს “ТЕ-Е-МА” რაც აღნიშნავს “არსს” ან “ის, რაც აკავშრებს გონებას”, ხოლო ჩვენებურ ენაზე ეს არის დნმ. სპეციალურად იყო შერჩეული, ანუნაკის სისხლი. ახალგაზრდა მამაკაცებისგან იღებდნენ Shiru – სპერმას. სიტყვა “თიხა” წარმოიშობა ამ სიტყვიდან “TI-IT”, და ითარგმნება ასე, “ის რაც ახლავს სიცოცხლეს”. ასევე არის ნახსენები სიტყვა, კვერცხი შეიძლება ეს იყოს კვერცხუჯრედი. გარდა ამისა, ტექსტში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ანუნაკისგან(როგოც შუმერები წერენ, ერთ- ერთი ღმერთისგან) იქნა აღებული, ის რასაც ეძახდნენ “napishtu”(არაზუსტად ითარგმნება, როგორც “სული”).
წარმატებას თავიდანვე ვერ მიაღწიეს, და გამოსდიოდათ საშინელი გარეგნობის ჰიბრიდები. არაერთი მცდელობის შემდგომ, როგორც იქნა მათ მიაღწიეს, წარმატებას. წარმატებით ფორმირებული კვერცხუჯრედი კი, მოათავსეს ნინტის სხეულში; დიდი ხნის ფეხმძიმობის შემდეგ გაჩნდა ადამიანი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ მათ ბევრი მომუშავე სჭირდებოდათ გასამრავლებლად, ქალიც იყო საჭირო და გააკეთეს ადამისგან კლონი ოღონდ ისე, რომ მდედრობითი სქესის გამოვიდა სახელად ევა(შუმერებს ეს ყველაფერი, თავიანთ თიხის დაფებზე აქვთ აღწერილი). კლონირების აღმწერი ხელნაწერები კი, ან არ არსებობს ან ჯერ ვერ აღმოაჩინეს. მაგრამ როდესაც ადამიანს ანუნაკებმა მისცეს ყველა საჭირო შესაძლებლობა და განვითარების უნარი, არ მისცეს მხოლოდ დიდხნიანი, სიცოცხლე. მოგვიანებით, როცა დედამიწის ქალებმა მიიღეს გამომწვევი შეხედულება, ანუნაკებმა დაიწყეს მათი ცოლად შერთვა, რაც ასევე ამართლებს ადამიანის ინტელექტის ძლიერ განვითარებას…

p.s მართალია კითხვებთან ერთად, პასუხები დამაკმაყოფილებლად ამომწურავი არ არის, თუმცა აქ(დედამიწაზე) მცხოვრები რასების ლაბილური გონისთვის – მათი ცივილიზაციის გავლით, ამ ეტაპზე ესეც საკმარისია(თ.შ)…

1. ვის შეეძლო მაღაროში მუშაობა, ქვის ხანაში?!
არქეოლოგიური კვლევები ამტკიცებენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ქვის ხანის დროს, მიმდინარეობდა მიწისქვეშა სამუშაოები(!). ჯერ კიდევ 1970 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ოქროსმომპოვებელი მაღაროები, 20 მეტრის სიღრმის. ფიზიკოსების საერთაშორისო ჯგუფმა, 1988 წელს გაარკვია მაღაროების ასაკი-80 – 100 ათასი წელი.
2. საიდან იციან ველურმა ტომებმა “ხელოვნური ადამიანების შესახებ”?
ზულუს ლეგენდებში ნათქვამია, რომ ამ მაღაროებში მუშაობდნენ ადამიანები სისხლით და ხორცით, რომლებიც იყვნენ ხელოვნურად შექმნილები, “პირველი არსებების მიერ”.
3. ასტრონომების მეორე აღმოჩენა ამტკიცებს, რომ პლანეტა ნიბირუ ნამდვილად არსებობდა, ან დღემდე არსებობს!
თანამედროვე ასტრონომები ამტკიცებენ, რომ იუპიტერსა და მარსს შორის, უნდა ყოფილიყო დედამიწაზე ორჯერ დიდი პლანეტა! თუმცა შესაძლებელია ეს პლანეტა, აღარ არსებობდეს კატასტროფის შედეგად; ანდა, ისევ არის და “NASA”-ს მიერ, დღემდე მკაცრად გასაიდუმლოებულია!

წყარო: თეა შაიშმელაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი