საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა მინისტრთა კაბინეტშიც შეაფასეს.

კახა კალაძე – პირველი ვიცე-პრემიერი:

_ პრეზიდენტის მოსაზრებას ეკონომიკური მიმართულებით არ ვიზიარებ, ის იყო სუბიექტური თავის გამოსვლაში, ჩვენ ვფიქრობდით, რომ პრეზიდენტი უფრო მომზადებული იქნებოდა, უფრო ჩაუღრმავდებოდა, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია და სხვა მიმართულებით წაიყვანა თავისი გამოსვლა. ეკონომიკის მიმართულებით მის კრიტიკას ნამდვილად არ ვეთანხმები, ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის არის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ყველა ამ პროექტის განხორციელების დროს ჩვენი მოთხოვნა არის, რომ 80% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს დასაქმებული და ასეც ხდება.

პრეზიდენტის გამოსვლა არ იყო სიღმისეული, ის შეეხო ზოგადად ყველა მიმართულებას. საინტერესო იქნებოდა თემების გაშლა, პარლამენტარებსაც ექნებოდათ შესაძლებლობა საინტერესო დებატებისთვის.

ზოგადად ბოიკოტის გამომცხადებელი პოლიტიკოსები და პარტიები როგორ ამთავრებენ თავიანთ კარიერას ჩვენ კარგად გვახსოვს წინა ხელისუფლებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი