“სამხრეთ ოსეთიო, ეგრეწოდებულიც ამოაგდეს, ეზარებათ, ეზარებათ ზედმეტად ენის მობრუნება. ჰოდა, თუ სამხრეთ ოსეთია და არა სამაჩაბლო, შევეშვათ მაშინ, რაღას ვედავებით. (ან ვინ ედავება, მაგრამ მაინც) თან, თუ ახალი კანონით, ამ მიმოსვლას თბილისი აღარ გააკონტროლებს ვის რა ჯანდაბად უნდა, ან პრემიერი, ან პარლამენტი, ან პრეზიდენტი, ვის დაკარგვიხართ, თქვე ოხრებო და მუდრეგებო. ლარი ვერ დაგიკავებიათ, საზღვრები რაც გაქვთ, იმასაც ვერ აკონტროლებთ, მიწა უცხოელებს მივყიდოთო, პოლიციელები ისევ თავნებობენ, ხალხი ისევ იხოცება, ან თავს იკლავს,ან აქედან გარბის, რაღაც ორი კინკილა ხე დარჩა თბილისში და ისიც უნდა მოვჭრათო, -მშენებელთა ბანდამ ბრძანა, თან კანონის ძალით და უფლებით, სოფლები გაუბედურებულია, თბილისი კოშმარულ სიზმარს გავს. სულაც არ ვიმსახურებ თქვენნაირ მთავრობას (იმათ გასაგონად, ვინც ამბობს, როგორიც გვეკუთვნის, ისეთი გვყავსო) არც ჩემზე მეტი განათლება მიგიღიათ, არც დედა, არც მამა, არც და, ოჯახი, შვილები გყავთ ჩემზე და ჩემს ჯიშ-ჯილაგზე უკეთესი. უფრო მეტსაც გეტყვით, კენჭიც კი არ გვისროლია არც ადამიანისთვის და არც სამშობლოსთვის ხელუკუღმა. თქვენი ატანა არ მაქვს, არ მაქვს, ფუჰ!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი, სოფიკო ტყეშელაშვილი.

 ამჯერად მისი გაღიზიანება გამოწვია იმ ფაქტმა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”  კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ცვლილების გადაწყვეტილება  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა უკვე მიიღო. ახლა ეს საკითხი სასესიო განხილვას ელოდება. ცვლილებების ინიციატორია სახელისუფლებო გუნდი “ქართული ოცნება”. ამ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონის შეცვლა უპრობლემოდ შეუძლია. ამ ცვლილების მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შესვლა სისხლის  სამართლის დანაშაული აღარ იქნება. 2-4-წლიანი პატიმრობის ნაცვლად, დამრღვევს მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა – 400 ლარი დაეკისრება. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი – 800 ლარი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი