თბილისის ყოფილი მერი – გიგი უგულავა პოლიტიკაში ციხიდან გათავისუფლებისთანავე დაბრუნდა და  პირველივე განცხადებით მთავრობას და პრეზიდენტს პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება მოთხოვა. ამ ნაბიჯით კონკრეტულად ვისი გათავისუფლება სურს გიგის, ჯერ უცნობია.

გიგი უგულავა:
_ მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა ჩვენს პოლიტპატიმარს, რომელიც ამ ციხეში და სხვა საპატიმროებში იმყოფებიან. ჩვენ არ უნდა დავყოთ ერთმანეთისგან ჩვენი პარტიის პოლიტიკური პატიმარი, სხვისი პარტიის პოლიტპატიმარი. ჩვენი ფლანგის და სხივის ფლანგის პოლიტიკური პატიმარი.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები. თუ ჩემი გათავისუფლბა ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ სამუშაო არის ძალიან ბევრი. სანამ ჩვენ ქვეყანას ეყოლება პოლიტპატმრები, მანამდე ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკა იქნება ძალიან მწვავე, იქნება ძალიან მწვავე დაპირისპრება. თუ გვინდათ, მოგვარდეს პრობლემები, ეკონომიკური და სხვა დანარჩენი პრობლემები, რაც აწუხებს მოსახლეობას, ამისთვის აუცილებელი და პირველი ნაბიჯი არის ის, რომ მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ჩემი აზრით, ყველაზე ადვილად შეუძლია მთავრობას და უმრავლესობას, თუ ის გადადგამს ვაჟკაცურ ნაბიჯს და გამოაცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას.
ეს მას მხოლოდ ღირსებას შესძენს, მაგრამ თუ ამას ვერ ან არ ახერხებს მთავრობა, ეს უნდა გააკეთოს საქართველოს პრეზიდენტმა. მისი საკონსტიტუციო მოვალეობა არის ის, რომ მან გააკეთოს და შეავსოს ის ნაკლოვანებები, რა ნაკლოვანებებსაც ტოვებს მთავრობა, ხელისუფლება, თუ ნებისმიერი შტო საქართველოში. დადგა დრო, როდესაც სამართლიანობაზე მნიშვნელოვანი არის მოწყალება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი