,,მეგობრებო! საამაყოა, როდესაც შვილი გაგიმართლებს!
ჩემმა შვილმა, 18 წლის ლუკამ დაწერა რომანი, რომელიც კონკურსში მონაწილეობს. ვისაც მოგეწონებათ ლუკას ნაშრომი, ხმა მიეცით” _ წერს ფეისვუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ზაზა ხატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ხატიაშვილი სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების პირველი კურსის სტუდენტია. სწავლობს საფრანგეთში, მონტპელიეს უნივერსიტეტში. თითქმის 2 წელი წერდა რომანს.

,,ძალიან მიხარია, რომ ასეთი კონკურსი ტარდება და ყველა ლიტერატურის მოყვარულს ეძლევა შესაძლებლება საკუთარი თავის რეალიზაციის, რაც საქართველოში დიდ სირთულეს უკავშირდება. ბევრი წერს საქართველოში, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის უცხოელ მწერლებს ენიჭებათ, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართველ მწერლებსაც ეძლევათ თავის წარმოჩენის შესაძლებლობა” _ აცხადებს ლუკა.

http://www.palitral.ge/konkursantebi.html?view=author&authorId=116&lang=ka-GE

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი