კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფერმერმა თემურ ლომიძემ საქართველოში ვირების პირველი ფერმა გახსნა. მას მეურნეობაში 60 სახედარი ჰყავს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეიძინა. მისივე თქმით, ვირის რძე ბავშვის საკვებად, მედიცინაში, ასევე, კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. ერთი ლიტრი ვირის რძე 60 ლარი ღირს.

„ვირების ფერმის გახსნის იდეა მეგობარმა შემომთავაზა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 6 თვე დავდიოდი ვირების საყიდლად და ბოლოს 60 სულამდე შევაგროვე. საქართველოში ვირის ძირითადი დანიშნულებაა, რომ ტვირთი ზიდოს. საზღვარგარეთ კი ვირის რძისგან სამედიცინო და კოსმეტიკურ პრეპარატებს კლეოპატრას დროიდან ამზადებენ. ვირის რძეში არის ლაქტოზა, რომელიც კანის დაბერებას უშლის ხელს. ვირის რძეს ცე ვიტამინი და კალცი აქვს ძალიან მაღალი შემცველობით, რაც ბავშვების იმუნურ სისტემას აუმჯობესებს. იტალიაში არის ფერმები, რომელიც პირდაპირ არის მიბმული საბავშვო ბაღებთან და დილით ყველა ბავშვს 60 გრამ რძეს ასმევენ. ვირის რძე ყველაზე ახლოს დგას დედის რძესთან. ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ბავშვის საკვებს ამ რძისგან ამზადებენ. საქართველოში თუ ეს მოთხოვნა არ გავაჩინეთ, ევროპას ვერასდროს გავუთანაბრდებით. იქ სუპერმარკეტში იყიდება ეს რძე. საქართველოში ერთი ლიტრი ვირის რძე 60 ლარი ღირს.თითო ვირი დაახლოებით 250-300 გრამს იწველება. ჩვენი მიზანი ვირის რძის წარმოებაა“,- განაცხადა გადაცემა „ფერმაში“ თემურ ლომიძემ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ფერმაში ვირების რაოდენობის 100 სულამდე გაზრდას გეგმავს.

ასე, რომ ბაზარზე ვირის ფასიც მოიმატებს და კახელ გლეხებსაც ეშველებათ. 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი