“ანკარაში განხორციელდა ტერორისტული აქტი, სადაც მოკლეს რუსეთის ფედერაციის ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ანდრე კარლოვი. მკვლელი აღმოჩნდა მოქმედი პოლიციელი, რომელიც შეტაკებისას იყო მოკლული. საზოგადოება შოკშია, რადგან ასეთი მასშტაბური პოლიტიკური მკვლელობა არ მომხდა ლამის ნახევარი საუკუნის წინ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოტივი იყო რუსეთის ფედერაციის სისასტიკე, რომელიც მოხდა ალეპოში. სავარაუდოდ, ამ ტერაქტის უკან შეიძლება იდგეს “დაიში”. ამის დამტკიცება რამდენიმე ფაქტორით  შეიძლება:
1) ტერორისტი მოქმედებდა მოულოდნელად და მას გათვლა ჰქონდა სწორედ “შოკური დარტყმის” ეფექტზე, რაც ძალიან წააგავს “დაიშის” სპეცმსამსახურების მიერ განხორციელებულ სადაზვერვო-დივერსიული ტიპის ტაქტიკას;
2) ტერორისტი საუბრობდა არაბულ ენაზე და მან აჩვენა ტაქფირისტებისთვის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც “დაიშისთვის” არის ძირითადად დამახსიათებელი – ცალი თითის მაღლა აწევა, რაც მან დემონსტრაციულად გააკეთა;
3) ტერორისტი იყო შაჰიდი ანუ მან მიზანმიმართულად ჩაიდინა შეგნებული თვითმკვლელობა, რაც ასევე დამახასიათებელია ე.წ. “ინსიგმანებისთვის” ანუ “დაიშის” სიღრმისეული სადაზვერვო შენაერთების მებრძოლებისთვის;
4) ტერორისტმა კარგად იცოდა ღონისძიებების ადგილი, დრო და კარგად ჰქონდა შესწავლილი გეოგრაფიულ ადგილმდებარეობის მომენტები და ასევე გამოიყენა სამსახურეობრივი დოკუმენტი შესვლისთვის – ასეთი კარგად შენიღბული და ორგანიზებული აგენტურული ქსელის არსებობდა, რომელიც ამოქმედება გარკვეული დროის მომენტში უფრო მეტად ახასიათებს “დაიშის” სპეცსამსახურების სტუქტურებს.
გარდა ამისა, არსებობდა გეოპოლიტიკური მომენტებიც: სწორედ “დაიშმა” დაამარცხა რუსულ-ირანულ-ასადის რეჟიმის კოალიცია და დაიბრუნა უკან გეოსტრატეგიული ადგილი – პალმირა და ამით მან სტრატეგიული ინიციატივა აიღო ხელში. ის ციდლობს განაგრძოს მისი შენარჩუნება (მოსულის მიდამოებში სიტუაცია არის უცვლელი ანუ “დაიშისთვის” უფრო მომგებიანი სტრატეგიული ვითარებაა ერაყშიც). ამის პარალელურად “დაიშის” სპეცსამსახურები გააქტიურდნენ მათი კონტროლის ზონის მიღმა – ტერაქტები სტამბულში, კაიროში, ალ-კარაკის სამხედრო ბაზა იორდანიაში, მოგადიშო სომალიში და ბოლოს, სავარაუდოდ ანკარა (არ არის გამორიცხული, რომ გერმანიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენაც იყოს ტერაქტი – ბერლინში მძიმე თვითმცლელის შეჭრა მშვიდობიან მოსახლეობაში, სადაც 9 ადამიანი არის დაღუპული).

ლოგიკა არის მარტივი, რუსულ-თურქული ურთიერთობების ჩაშლა და “დაიშის” პოზიციების ამაღლება მუსლიმურ საერთაშორისო სოციუმში, როგორც “ჭეშმარიტი ჯამაათის წევრების დამცველი ძალის”. ასეთ მაგალითად შეიძლება მოყვანილ იყოს 1923 წელს საბჭოთა რუსეთის ელჩის შვეიცარიაში, ვოროვსკის მკვლეოლობა, რომელიც განახორციელეს თეთრგვადიულმა, იატაკქვეშა სამხედრო დაჯგუფებამ – შვეიცარიასა და საბჭოთა რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პროექტების ჩაშლის მიზნით. რა თქმა უნდა, აღნიშნული ტერაქტი აუცილებლად შეიტანს ლატენტური მტრობის ელემენტებს რუსეთსა და თურქეთს შორის. ასევე შეიტანს ერთგვარ კორექტივებს 27 დეკემბერს დაგეგმილ  თურქეთის, ირანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვური შეხვედრის დღის წესრიგში, თუმცა ტრაქტი არ შეიტანს დიდ კორექტივებს. უკვე ახალი ფორმატის ანკარა-მოსკოვი-თეირანის გეოპოლიტიკური ღერძის ამოქმედებამ შეიძლება შეცვალოს ან სულ მცირე გავლენა იქონიოს გეოპოლიტიკური პროცესებზე მსოფლიოში,” _ აცხადებს სამხედრო ექსპერტი, პროფესორი – ვახტანგ მაისაია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი