„არ დაიჭირო“ – ამ სლოგანით ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა კლიპები ვრცელდება, რომელშიც ნარკოტიკებს, „ბაბანს“, „მთელი ღამის სიამეს, მარიხუანით ახალგაზრდების ტკბობას უმღერიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ვინმე ბაღას კარის შემოღებას ელის მთელი ახალგაზრდობა ყოველ წუთსა და წამს,  რომელიც სავარაუდოდ, მარიხუანას შემოიტანს და განათდება სამყარო.

გასაგებია ის, რომ ვინც ამ „საქმით“ დაკავდა და „ბაბანი“ მიიჩნია ოცნების მწვერვალად, არ უნდა დაიჭირონ. რომ მარიხუანა არ არის იმ ტიპის ნარკოტიკი, რომელიც დანაშაულისკენ უბიძგებს ადამიანს და მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეების კიდევ უამრავი არგუმენტი, მაგრამ მოწოდება, ახალგაზრდების გამხნევება და ბიძგი ამ ქმედებისაკენაც მისაღებია?!

„ბაბანი“, „ილუზიური ცხოვრება“, თრობა და ა.შ. უნდა გახდეს თაობის მიზანი? და საქართველოს ვის უტოვებთ? ამაზე გიფიქრიათ „არ დაიჭირო“-ს ლიდერებს, თუ ესეც წინასწარ არის გათვლილი და დაგეგმილი?

მოკლეთ, მოუსმინეთ კლიპს და თავად განსაჯეთ, კარგია ეს ყველაფერი თუ ცუდი?

https://www.youtube.com/watch?v=bAalZEoA5k0

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი