ამერიკელი სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 15 თვის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიღუპა. 23 წლის ოტო უორმბირს სასამართლომ, ფხენიანის ერთ-ერთ სასტუმროში სააგიტაციო პლაკატის მოპარვის მცდელობის გამო, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მისი გათავისუფლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სტუდენტი ბოლო პერიოდის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სტუდენტის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ ფხენიანს დააკისრა.

ვიდეოს CNN ავრცელებს.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი