Home მსოფლიო ვინ იყვნენ ამერიკის პირველი მცხოვრებლები?

ვინ იყვნენ ამერიკის პირველი მცხოვრებლები?

20 second read
0
19

დაახლოებით 40 ათასი წლის წინ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები დაუსახლებელი იყო. იმ დროს ზღვის დონის დაწევამ წარმოშვა სახმელეთო ხიდი აზიის კონტინენტსა და ალასკის ნახევარკუნძულს შორის. ამ გზით ადამიანები აზიიდან ამერიკაში გადიოდნენ და თანდათანობით სახლდებოდნენ ორივე კონტინენტის უკაცრიელ მიწებზე. შემდგომში ზღვის დონემ კვლავ აიწია და შეწყდა კავშირი აზიასთან, ამიტომ აზიელთა და, მით უმეტეს ევროპელთა მომდევნო კულტურული მიღწევები ამერიკელებისთვის უცნობი დარჩა.

XVI საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპის ქვეყნების კარაველები ოკეანეებს სერავდნენ და შორეულ ტერიტორიებისკენ ექსპედიციებს აწყობდნენ. ამერიკის კონტინენტზე ცხოვრობდნენ მრავალრიცხოვანი ტომები, რომლებიც განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებოდნენ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ნადირობით და თევზჭერით ირჩენდა, მათ გამოჰყავდათ სპეციალური ჯიშის კულურული მცენარეული ჯიშები, მათი დიდი მიღწევა იყო სიმინდის — მაისის გამოყვანა.

ავტორი: ანა მახნიაშვილი

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In მსოფლიო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *