” საკონსტიტუციო კომისიის წევრმა დემოკრატიული მოძრაობიდან – დიმიტრი ლორთქიფანიძემ საკონსტიტუციო კომისიას განსახილველად წარუდგინა ჩემი და დიმიტრი ლორთქიფანიძის ერთობლივად შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილება, რის მიხედვითაც მიწის შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, კომისიას ასევე წარუდგინა ჩვენს მიერ ერთობლივად შემუშავებული კიდევ სამი საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი:

1. პარლამენტის წევრად არჩევის ასაკის გაზრდა არსებული 21 წლიდან 25 წლამდე.
2. რეფერენდუმის შედეგის კონსტიტუციაში ასახვის პროცედურები. თუ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საკითხი.
3. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამღუპველი და მიუღებელი არსებული კანონი. საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს (პრეზიდენტის და პარლამენტის მიერ) საომარი მდგომარეობის წარდგენის, შეკრებისა და დამტკიცების ვადები – 48 საათის მაგივრად 12 საათით იცვლება”, _ აცხადებს “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი – ზვიად ტომარაძე. 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი