Home ახალი დამატებული ვინ და რატომ გაიმეტა რუსთავის აზოტის ქარხანა?

ვინ და რატომ გაიმეტა რუსთავის აზოტის ქარხანა?

26 second read
0
47

რუსთავის აზოტის უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებმა დედაქალაქამდე მოაღწიეს და უკვე თბილისი გახდა მათი მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარების ადგილი. ძნელი დასაჯერებელია, რომ სულ რაღაც ნახევარი წლის წინ „რუსთავის აზოტი“ სტაბილურად მოქმედი საწარმო იყო, რომლის განვითარებაშიც ინვესტიციების ჩადებას აპირებდა საქართველოს მთავრობაც და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც. მაგრამ მესაკუთრის შეცვლამ და მისმა მოუქნელმა ქმედებებმა გამოიწვის ის, რომ დღეს ქარხანა გაჩერების საშიშროებისს წინაშე დგას.
ქიმიური კომბინატის სამასზე მეტმა, გაფრთხილების გარეშე გათვისუფლებულმა თანამშრომელმა მარშით ჩაიარა რუსთაველის პროსპექტზე. ისინი სკანდირებდნენ: „მშრომელთა სოლიდარობა“, “ჩვენ სოლიდარულნი ვართ”, „თავისუფლება“ .მასობრივი მსვლელობა დამთავრდა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ბანკის ოფისის წინ, რომელსაც „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები თავიანთ პრობლემებში ადანაშაულებენ.
ეს არ არის პირველი მცდელობა, როცა გათავისუფლებული თანამშრომლები ცდილობენ თავიანთი ქარხნის პრობლემებისადმი საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას. დემონსტრანტებს მიემხრნენ პროფკავშირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, უფლებადამცველები, და სამოქალაქო აქტივისტები.
„საქართველოს პროფკავშირები“, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად აწარმოებენ მოლაპარაკებას ქარხნის მფლობელებთან, 26 იანვარს გათავისუფლებული, 350 მუშა-მოსამსახურის სამუშაოზე აღდგენის თაობაზე“ – განაცხადა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ. მისი თქმით, ხალხი უკანონოდ გაათვისუფლეს, რადგან შრომის კოდექსის თანახმად, თანამშრომელი წინასწარ, წერილობით უნდა იქნას გაფრთხილებული კონტრაქტის გაუქმების თაობაზე.
„მაგრამ „რუსთავის აზოტში“ თანამშრომლების სამუშაოზე მივიდნენ და მათი საშვები უბრალოდ გაუქმებული აღმოჩნდა. ადამიანები ამ საწარმოში მუშაობდნენ 30-40 წლის განმავლობაში. მათ შექმნეს ეს საწარმო და მათ უსამართლოდ მოექცნენ, – განაცხადა ალექსანდრიამ.- ამჟამად ქარხანაში შიშის ატმოსფეროა გამეფებული. მას შემდეგ, რაც 350 ადამიანი გაათავისუფლეს, დანარჩენებს შესთავაზეს მოკლევადიანი, ერთთვიან კონტრაქტებზე (ხელშეკრულება) ხელმოწერა. ხალხს იმის საშუალებაც კი არ მისცეს, რომ დეტალურად გაცნობოდნენ კონტრაქტის (ხელშეკრულების) შინაარსს. ჩვენ გვეგონა, რომ ერთთვიანი კონტრაქტების პრაქტიკა შორეულ წარსულში დარჩა, მით უმეტეს, რომ ერთთვიანი კონტრაქტით მუშაობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით“.
სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების მონაყოლიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქიმკომბინატში თვითნებობა და ანარქიაა გამეფებული. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ქართული კანონები ახალ ადმინისტრაციაზე არ ვრცელდება.
კონტრასტულად გამოიყურება, დღევანდელ განუკითხაობასთნ მიმართებაში, შერშანდელი წლის ზაფხული-შემოდგომის დროინდელი სიახლეები „რუსთვის აზოტის“ შესახებ. 2016 წლის აგვისტოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაგვპირდა, რომ საწარმოში ჩაიდებოდა 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ხოლო, სახელმწიფო აქტივების მმართველი კომპანია – საპარტნიორო ფონდი „აზოტის“ პარტნიორი გახდება.
„ინვესტიციების შედეგად შეიქმნება 500 ახალი სამუშაო ადგილი რუსთავის მცხოვრებლებისთვის. ქარხანას შესაძლებლობა მიეცემა გამოუშვას კონკურენტუნარიანი პროდუქცია არა მარტო საქართველოს ბაზრისთვის, არამედ საექსპორტოდაც – და ეს მხოლოდ დასაწყისია. მე მჯერა, რომ რუსთავი შეძლებს დაიბრუნოს ინდუსტრიული ცენტრის ფუნქცია – განაცხადა მაშინ პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა კომბინატისთვის მოამზადა 155 მილიონი დოლარის მოცულობის კრედიტი, რომელიც უნდა წასულიყო მოდერნიზაციაზე, წარმოების გაფართოებასა და სიმძლავრეების გაზრდაზე. თუმცა ეს დამტკიცებული მსხვილი ინვესტიცია „ევრობანკმა“ უკან გაიწვია…
ინვესტორების ოპტიმიზმი იოლი ასახსნელია – იმ მომენტისათვის „რუსთავის აზოტი“ აზოტოვანი სასუქების უმსხვილების მწარმოებელი იყო სამხრეთ კავკასიაში, ხოლო მისი პროდუქცია გადიოდა ექსპორტზე მსოფლიოს 23 ქვეყანაში. ყოველწლიურად კომბინატი აწარმოებდა 500 000 ტონა გვარჯილას, რაც მისი მსოფლიო წარმოების 1 %-ს შეადგენს. ასევე, აზოტში უშვებდნენ ამინიუმის სულფატს, თხევად ამიაკს და ამიაკის წყალსს, აზოტის მჟავას, ნატრიუმის ციანიდს, შაბიამანს და ჟანგბადს.
ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2016 წლის სექტემბერში კომბინატის მფლობელი გახდა ს.ს. EU Investment. „რუსთვის აზოტის“ თანამშრომლები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს კომპანია „საქართველოს ბანკთან“ არის დაკავშირებული. გაჩნდა ხელფასების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები, დაიწყო უცაბედი გათავისუფლებები. კერძოდ, როგორც კომბინატის თანამშრომელი, გიორგი აბჟანდაძე ამბობს, ახალი ინვესტორის – საქართველოს ბანკის მიერ პირველი 350 ადამინის გათავისუფლების შემდეგ „რუსთვის აზოტში“ მოსალოდნელია კიდევ დაახლოებით 1000 მუშაკის გათავისუფლება.
„საქართველოს ბანკის“ პასუხისმგებლობის საკითხს სვამენ არასამთავრობო ორგანიზაციები. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ აზოტთან „საქართველის ბანკის“ მიმართებას სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოს ანდრია გვიდიანს კი მიაჩნია, რომ იკვეთება სურატი, როცა „საქართველოს ბანკმა“ „ აზოტის“ ქარხნის აუქციონში საეჭვო კომპანიას გაამარჯვებინა და ქარხნის დანარჩენი კრედიტორები „გადააგდო“.
კაიკაციშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ „აზოტის“ საქმეში მეტი სიცხადე შევიდეს, აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, თუ თუ რა შუაშია ამ ისტორიასთან კომპანიის ყოფილი მფლობელი, უცხოური საბანკო ინსტიტუტებიდან აღებული სესხები, რამდენად მიზნობრივად მოხმარდა აღნიშნული სესხი კომპანიის განვითარებას და წინსვლას, რატომ მოხდა ამ სესხის გადარიცხვა რუსთავის აზოტის სახელით შექმნილ სხვა კომპანიაზე. რამ გამოიწვია „ევრობანკის“ მიერ დამტკიცებული უზარმაზარი მოცულობის, – 155 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხის უკან გაწვევა და სხვა. „ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს საკმარისი კითხვები, რათა საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, თუ რა მოხდა რუსთავის აზოტში. საზოგადოებას ამ პროცესებთან დაკავშირებით მიეწოდება მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია. დღეს საზოგადოებაში არავინ საუბრობს თუ რატომ მოხდა მასობრივი დათხოვნა და რატომ აღმოჩნდა „საქართველოს ბანკის“ ხელში მორიგი არაპროფილური ბიზნესი. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რათა შეფასება მივცეთ რამდენად კანონიერი იყო ამ სქემაში ჩართული „საქართველოს ბანკის“ თუ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირების მოქმედებები“.
ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ „საქართველოს ბანკის“ სხვადასხვა მაქინაციების შედეგია „ევრობანკის“ მიერ „აზოტისთვის“ 2016 წლის ივლისში დიდი „ზარ-ზეიმით“ გაფორმებული 155 მილიონ აშშ დოლარის მოცულობის სესხის ჩაგდება. „პირდაპირ რომ ითქვას, „საქართველოს ბანკმა“ „აზოტის“ ქარხნის დანარჩენი კრედიტორები „გადააგდო“. უფრო კონკრეტულად, როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკმა“ „რუსთავის აზოტის“ აუქციონის გამოცხადების შესახებ როგორც „ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკს“, ისე მეორე კრედიტორს, ლუქსემბურგში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტს მხოლოდ 2 დღით ადრე, თან ქართულ ენაზე, შეაატყობინა. ცხადია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს „საქართველოს ბანკის“ არაკეთილსინდისიერებას იმდენად, რამდენადაც „საქართველოს ბანკმა“ ასეთი ქმედებით სხვა კრედიტორებს ქარხნის უპირატესი გამოსყიდვის უფლება წაართვა“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *