Home ახალი დამატებული ვინ დასვა ყველაზე ადექვატური და საქმიანი კითხვა პარლამენტში?

ვინ დასვა ყველაზე ადექვატური და საქმიანი კითხვა პარლამენტში?

20 second read
0
20

,, შესაძლოა ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხილვის დროს ყველაზე ადექვატური და საქმიანი კითხვა ემზარ კვიციანმა დასვა. მე რამდენადაც ვიცი, მას ამ სფეროსთან შეხება არასოდეს ჰქონია …შევუნდოთ ერთი უმნიშვნელო შეცდომა, როდესაც რეზერვების ნაცვლად რეზერვუარი თქვა. ასეთი რამ ყველას შეიძლება მოგვივიდეს, როდესაც ჩვენთვის ახალ სფეროზე ვსაუბრობთ.

თუ, მართლაც ემზარ კვიციანი იყო იმ დარბაზში ყველაზე მომზადებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხილვის დროს – არადა, იქ ბრძანდებოდნენ ეკონომისტები, მათ შორის ვისაც ფულად საკრედიტო სფერო აბარია ქვეყანაში, მაშინ მართლა ცუდად ყოფილა ქვეყნის საქმე,“ _ წერს პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი, თემურ ბასილია.

გუშინ, 16 დეკემბერს, პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკს პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უსმენდნენ, შემდეგ კი მას დეპუტატები კითხვებს უსვამდნენ.აქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრმა ემზარ კვიციანმა კობა გვენეტაძეს ლარის გაუფასურების შესახებ ჰკითხა.

,,ემზარ კვციანი: რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ აზიის ბანკიდან მიიღო 98 მილიონი დოლარი. არის თუ არა ეს ასე?

კობა გვენეტაძე: დიახ.

ემზარ კვიციანი: ეს დოლარები უნდა წავიდეს ჩვენი ეროვნული ბანკის რეზერვუარებში, არა?

კობა გვენეტაძე: რეზერვებს შეავსებს, დიახ.

ემზარ კვიციანი: მერე, თქვენ ამას გადაიყვანთ ლარებში და ისევ დაუბრუნებთ ფინანსთა სამინისტროს. გააუფასურებს თუ არა ეს ლარს, უფრო მაგრად?“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...
Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *