Home ახალი დამატებული ვინ დარჩება და ვინ წავა ხელისუფლებიდან მერაბიშვილის გათავისუფლების შემდეგ?

ვინ დარჩება და ვინ წავა ხელისუფლებიდან მერაბიშვილის გათავისუფლების შემდეგ?

19 second read
0
13

“სკამი და თანამდებობა, თუ სინდისი და ნამუსი?! – ვეკითხები ხელისუფლების იმ ნაწილს (ზოგ პარლამენტარს, საკრებულოს წევრს, ზოგ მინისტრს), ვინც 2005 წლიდან 2012 წლამდე ებრძოდა და დღემდე ცდილობს ებრძოლოს ნაცმოძრაობას. ვინც ითხოვდა სამართალს და ვანოს, ბაჩანას, ადეიშვილის, სააკაშვილისა თუ სხვების დასჯას.

_ მერაბიშვილი რომ გამოვიდეს ციხიდან თებერვლის ბოლოს, ან თუნდაც მაისის ბოლოს, (არ აქვს მნიშვნელობა), თქვენ, მეგობრებო, რას მოიმოქმედებთ? აიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ პრაქტიკულად შერჩევით პოლიტიკურ სამართალზე? ამ დაუსჯელობაზე? აიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ 26 მაისის და 7 ნოემბრის შემოქმედი, გირგვლიანის მკვლელი და სხვა უამრავი უბედურების ავტორი, მხოლოდ 2 წლის სასჯელის მოხდის შემდეგ (კომფორტულ კამერაში) დღეს სწორედ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში შეიძლება, თავისუფლად გადაადგილდებოდეს ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს!?

– თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს? დარჩებით მერაბიშვილთან და უგულავასთან მოთანამშრომლე ხელისუფლებაში? რითი შეგიძლიათ გაამართლოთ ეს პოლიტიკური “მოვლენა”? იღებთ ამ პასუხისმგებლობას?! დააფიქსირეთ თქვენი პოზიციები! თქვენ ძალიან კარგად ხვდებით ვისაც გგულისხმობთ! მათ ვინც აქციებს აწყობდით, მათ ვინც რეჟიმს ებრძოდით, ამ დამნაშავე რეჟიმს!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე – ლადო სადღობელაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *