ცოტა ხნით ჩამთვლიმა, გავიღვიძე და ინბოქსში ვიღაც უცნობის მაგრამ აქაური “ფრენდის” მოწერილი დამხვდა. მწერს მაგრამ რას მწერს, მიხსნის სიყვარულს თან ვნებიანად, ისე კი არა პოეტურად რო იციან პლატონასავით. ხოდა მივწერე ნამდვილად მე მწერთქო? უიუი ეს რა მომივიდაო შემეშალაო გადაირია კაცი. კაი არა უშავსთქო და არ გაჩერდა მაინც. აი ბოლო წუთამდე ბოდიშებს მიხდიდა და ბოლოს ისე შევღონდი რო მივწერე, ეს რა ქენი როგორ ტყუილად ამაფორიაქეთქო.
იმის მერე დუმს.
ეხლა იმას ვდარდობ ხო არ მოერიდა ტყუილად რო ამაფორიაქა და გაიგო მისამართი და ჩემკენ მოეშურება . ჩატში აღარ მპასუხობს და ეგებ ეს სტატუსი დავაწიო გზაში და მივახვედრო რო ვიხუმრე

გაგეხუმრე ბიჭო გაგეხუმრე

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი