ლუისვილის პოლიციამ ქართველი ექიმის, დავით კანდელაკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 23 წლის  მამაკაცი დააკავა. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ვინმე აარონ ერნანდესი. მას ბრალად ედება ორი პირის _ დავით კანდელაკისა და ჯოშუა რაისის მკვლელობა და ნივთიერი მტკიცებულებების ფალსიფიცირება. პოლიციის განცხადებით, დაკავებულს ჯოშუა რაისთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ  ჯოშუა რაისი და დავით კანდელაკი 18 იანვარს, ლუისვილში, აბიგეილ დრაივის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოკლულები აღმოაჩინეს. დავით კანდელაკს ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა და ის პროფესიით ექიმი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი