“ყურადღება!
– ალბათ ეს კადრი გეცნობათ არა?! ეს 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ გადაღებული ფოტოა… დარბეული და დასისხლიანებული ოპოზიცია, ამაყი მერაბიშვილი, გახარებული სააკაშვილი და “მოსუფთავებული” რუსთაველი! თუმცა ამ კადრში ერთი საინტერესო პიროვნება დგას ვანო მერაბიშვილის უკან – შალვა ლომსაძე.
ბ-ნ შალვა იმ დროს მერაბიშვილის ზონდერ დაჯგუფების წევრი იყო და საოცარი სისასტიკით უსწორდებოდა იმ დროინდელ ოპოზიციონერებს!
ბ-ნ შალვა იმ გახმაურებულ კადრებზეც აღიბეჭდა, სააკაშვილის ზონდერებმა 7 ნოემბერს “მოსუფთავებულ” რუსთაველზე “ბადრის რა დედის …..” შეძახილებით რომ ჩაიარეს!
ზოგადად, ბ-ნ ლომსაძე “დაფასებული”-დასაჩუქრებული ნაციონალია და 2010 წლიდან საკრებულოშია ჩანერგილ-ჩათესილ- დასაქმებული!
ყველაზე სამწუხარო კი ის ფაქტია, რომ ის დღესაც საკრებულოში მუშაობს, თან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და დღესაც ისევე, როგორც 2010 წელს, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს!


ახლა კი შეკითხვა “ქართულ ოცნების” დეპუტაციას, კერძოდ ბ-ნ ალიბეგაშვილს ნაცებთან ვითომ დაპირისპირებულს:
თქვენ თუ კოჰაბიტირებულები და ნაციონალებთან შეკრულები არ ხართ, მაშინ რატომ აჩერებთ საკრებულოში ამ ულტრა ნაციონალ ზონდერს?! ადამიანს, რომელიც 7 ნოემბერს ძალადობდა, გვაგინებდა და გვირტყამდა?! რატომ ინარჩუნებს ეს პიროვნება თანამდებობას? რა დამსახურების გამო?! არ გრცხვენიათ? მანდ, თქვენი ოცნების რიგებში, ერთი-ორი ისეთიცაა, ვისაც, არ არის გამორიცხული, ამ “ვაჟკაცის” მოქნეული “დრინიც’ კი აქვს მოხვედრილი!
შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი, სწორედ ეს შალვა ლომსაძეა’,-აცხადებს ლადო სადღობელაშვილი და 2007 წლის 7 ნოემბერს გადაღებულ შალვა ლომსაძის ფოტოს აქვეყნებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი