„ბიბისი“ აშშ-ს პირველი პირის ოჯახის წევრების ვინაობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც „ევრონიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
ბარონ ტრამპი დონალდ ტრამპს ახლანდელი ცოლისგან, მელანიასგან ჰყავს. მშობლები ცდილობენ, 10 წლის ბავშვი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნაკლებად მოექცეს ხოლმე. ბარონს ძალიან უყვარს გოლფის თამაში მამასთან ერთად და დედის მშობლიურ სლოვენიურ ენაზე თავისუფლად მეტყველებს.
მელანია ტრამპი, ყოფილი მოდელი, სლოვენიაში დაიბადა და დონალდ ტრამპს ცოლად 2005 წლის იანვარში გაჰყვა. ისსკანდალების მიუხედავად, მუდმივად ქმრის გვერდით ჩნდება მედიის და საზოგადოების წინაშე.

 


ჯარედ კუშნერი ივანკას ქმარია, დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილის. ებრაელი კუშნერი უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული. ამასთან, კუშნერი უკვე 10 წელია ნიუ-იორკში გაზეთის observer-ის მფლობელია.
ივანკა ტრამპი დონალდის შვილებს შორის ყველაზე ცნობილია, ის აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს პირველი ცოლისგან, ივანასგან ეყოლა. ივანკა არის ტრამპის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და მამის რეალითი შოუს აპპრენტიცე ჟიურის წევრი.

 


ტიფანი ტრამპი ასევე დონალდის შვილია, რომელიც მეორე ცოლთან, მარლა მეპლსთან შეეძინა. ტიფანი „ტვიტერის“ და „ინსტაგრამის“ ძალიან აქტიური მომხმარებელია, მისი პოსტები, ძირითადად, მოდას და ცხოვრების სტილს ეხება.
ვანესა ტრამპი (ქალიშვილობის გვარი ჰეიდენი), დონალდ ტრამპ ჯუნიორზე 2005 წელს დაქორწინდა. წყვილს 5 შვილი ჰყავს, მათ შორის 8 წლის გოგონა კაი. ვანესა ბავშვობის ასაკში მოდელი იყო და გარკვეულ პერიოდში ლეონარდო დიკაპრიოსაც კი ხვდებოდა. ის დონალდ ტრამპის კიდევ ერთი შვილის, ერიკის საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობს. ვანესას სახლში იარაღი აქვს, შესაბამისად – იარაღის შენახვის ნებართვაც და ხშირად დადის ხოლმე სასროლადაც.
კაი ტრამპი, ვანესასა და დონალდ ჯუნიორის უფროსი შვილი.

 


დონალდ ტრამპ ჯუნიორი არჩეული პრეზიდენტის შვილია პირველი ქორწინებიდან. ის ტრამპის კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია. ვანესა ჰეიდენი მამის მიერ ორგანიზებული სამოდელო შოუს დროს გაიცნო. უმცროს დონალდს და მის ძმას, ერიკს ძალიან უყვართ ნადირობა და ფოტოებმა, სადაც ძმები დახოცილ ცხოველებთან, მათ შორის – სპილოსთან, ლეოპარდთან და ნიანგთან პოზირებენ, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

 


ერიკ ტრამპი დონალდ ტრამპის მესამე შვილია, ასევე პირველი ქორწინებიდან ივანასთან. მისი და-ძმების მსგავსად, ერიკიც მამის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მუშაობს. ერიკი ვირჯინიაში მდებარე ტრამპის მეღვინეობის პრეზიდენტია და ტრამპის გოლფ-კლუბებს ზედამხედველობს. 2006 წელს დააარსა საქველმოქმედო ორგანიზაციაც, რომელიც მძიმედ დაავადებული ბავშვების კვლელევს აფინანსებს.
ლარა იუნასკა, ყოფილი ტელე-პროდიუსერი ერიკზე 2014 წელს დაქორწინდა. მას ძალიან უყვარს ცხენებზე ჯირითი და საკუთარი გატაცების გამო ქორწილამდე 2 კვირით ადრე ორივე მაჯა მოიტეხა. წყვილს არ ჰყავს შვილები, მაგრამ ჰყავთ ძაღლი. ლარა ცხოველების უფლებების დამცველია და არავინ იცის, რა დამოკიდებულება აქვს ქმრის ნადირობით გატაცებასთან.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი