ზურა დათუაშვილი, ისტორიკოსი:

_ დღეს დიდი ვნებათაღელვა გაჩაღდა ქსელში ამ პრეზერვატივის გამო, რომელზეც, ვითომცდა, თამარ მეფეა გამოსახული. დაიწერა ათობით მრისხანე კომენტარი, ატყდა მკერდზე მჯიღების ბრაგუნი, მოწოდებანი ჯვაროსნული ლაშქრობის დასაწყებად და ეროვნული იდენტობის გადასარჩენად.
უნდა გამოვტყდე, აქ რომ მართლა ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული თამარი იყოს ნახსენები და გამოსახული, მეც ძალიან გავბრაზდებოდი. მიზეზების ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგან მაშინ სტატუსი კი არა, სტატია გამოვა. საქმეც ისაა, რომ მთელი ეს ქარიშხალი ჭიქაში შეგნებულად ატეხილს ჰგავს და ვინც ეს გააკეთა, მას ამ ქვეყნისთვის სიკეთე ნამდვილად არ ამოძრავებს.
ეს პრეზერვატივი თვალითაც არ მინახავს, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მასზე გამოსახულ სურათს და წარწერას თამართან საერთო არაფერი აქვს. ლოგიკა მკარნახობს, რომ გარეკანზე ცნობილი ბესტსელერის სახელწოდება წერია – “სამეფო კარის თამაშები”, რომლის მიხედვით ფილმიცაა გადაღებული. ვიღაცამ ფოტოშოპით მსუბუქი მანიპულაცია ჩაატარა და წარწერა ისე დაამახინჯა (სრულიად შეგნებულად, ავი ჩანაფიქრით), რომ თამაშიდან თამარი გამოიყვანა. ყველაფერი ცუდის უმალ მორწმუნე ფეისაუდიტორიამ უკრიტიკოდ გაიზიარა ეს ფეიკი და ვნებათაღელვის ახალი ტალღა აგორდა ქსელში. ვინც ეს გაიფიქრა და განახორციელა, ის კი ზის და ბოროტად ხითხითებს.
ო, წმინდაო გულუბრყვილობავ!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი