კიევში, დღეს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ მაიდანზე აქციის ჩატარებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ პარტიის „ფეისბუქის“ გვერდზე წერია.

„არა სააკაშვილისთვის! არამედ, ხელისუფლების თვითნებობის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რომ სახეში ცინიკურად გვაფურთხებენ და გვიჩვენებენ, რომ ჩვენი უფლებები მათთვის არაფერს ნიშნავს!“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ აქცია მაიდანზე გაიმართება.

„ვიკრიბებით მაიდანზე. პოლიტიკური დროშების გარეშე. თან წამოვიღოთ უკრაინის დროშები, უკრაინის მოქალაქის პასპორტი, უკრაინის კონსტიტუცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი