Home კულტურა ,,ვეფხისტყაოსნის” კორეულ ენაზე თარგმნას 10 წელი მოანდომეს

,,ვეფხისტყაოსნის” კორეულ ენაზე თარგმნას 10 წელი მოანდომეს

21 second read
0
76

კორეაში, ქ. სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩო ჯუ-კვანიმ კორეულ ენაზე თარგმნა ,,ვეფხისტყაოსანი”.

ჩო ჯუ-კვანი ქართულ ნაწარმოებზე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე ნათარგმნი პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებია. პროფესორი ჩო ჯუ-კვანი ახლო მომავალში „ვეფხისტყაოსანზე“ საკუთარი კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებას გეგმავს.

ნაწარმოების თარგმნის პროცესში კორეელ პროფესორს კონსულტაციებსა და დახმარებას უწევდა აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გურამ ჩიქოვანი და ქ. სეულის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრანტი, რუსუდან ფირცხალავა.

ვეფხისტყაოსნის კორეულ ენაზე გამოცემა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით განხორციელდა.

სოსო გაზდელიანი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By soso gazdeliani
Load More In კულტურა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *