Home ახალი დამატებული ვერაგი დაავადება, რომელიც ლორიდან გაჩნდა

ვერაგი დაავადება, რომელიც ლორიდან გაჩნდა

20 second read
0
26

ეს არის ვერაგი ბოტულიზმი, რომელიც ძირითადად ვრცელდება უჟანგბადო გარემო- პირობებში. მისი გამომწვევი პირველად 100 წლის წინ იქნა გამოყოფილი ლორიდან, რაც მაშინ 34 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. წარსულში ბოტულიზმი დაკავშირებული იყო დასავლეთ ევროპაში ძეხვეულის, ამერიკაში _ ბოსტნეულის კონსერვების, რუსეთში _ თევზისა და სოკოს გამოყენებასთან. ამჟამად მოწამვლის ხშირი მიზეზია ბოსტნეულის, თევზის და ხორცის კონსერვები, შებოლილი და უმი თევზი, ლორი, ძეხვეული, აგრეთვე დაკონსერვებული სოკო.

ბოტულიზმის სლოსტრიდიები გამოიმუშავებს ნეიროტოქსინს. თვით კლოსტრიდიები სწრაფად იღუპება _ 80 % ტემპერატურაზე 30 წუთში. მიკრობების გამრავლებას და ტოქსინის დაროვებას ხელს უშლის სუფრის მარილი ზომიერი კონცენტრაციით. ამჟამად დადგენილია, რომ კლოსტრიდიების სპორებს უნარი აქვს შეიჭრას ორგანიზმში ჭრილობებიდან და გამოიწვიოს მოწამვლა ისევე, როგორც საკვებთან ერთად მოხვედრილ ბოტულოტოქს. მისი სპორები აღმოჩენილია ბოტულიზმით დაღუპული ადამიანის და ცხოველის სხვადასხვა ორგანოებში, ამიტომ, თევზის, ფრინველისა და ხორცის დამუშავება რეკომენდირებულია ხელთათმანით.

ბოტულიზმის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა, დავიცვათ პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *