საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შეხვდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფლიქტთა პრევენციის ცენტრის დირექტორ, საგანგებო ელჩს მარსელ პესკოს. განიხილეს არჩევნების შემდგომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება. შალვა ნათელაშვილმა განუცხადა მასპინძელს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ისევე როგორც 2016 წლის საპარლამენტო, ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმმა გააყალბა სრულად და მასობრივად, რის გამოც არც ერთი პარტია მმართველის გარდა არ აღიარებს მის შედეგებს ლეგიტიმურად, კანონიერად და სამართლიანად. ფალსიფიცირების მასშტაბები იმდენად დიდი და არნახულია რომ რეჟიმის სასამართლოებმა ერთ უბანზეც კი ვერ გაბედეს დალუქული ბიულეტინების ხელახალ გადათვლაზე გადაწყვეტილების მიღება. რეჟიმის მიერ ფეხქვეშ გაითელა კონსტიტუცია, ხალხს აერთვა უფლება პრეზიდენტის არჩევისა, უზურპირებულია საარჩევნო, სასამართლო,აღმასრულებელი,საკანონმდებლო ხელისუფლება,მთლიან კონტროლზეა მასმედია, ქვეყნის ბედს წყვეტენ საერთაშორისო კრიმინალი ივანიშვილი და მასთან დაახლოვებული ბანკირები,საკუთარი ბიზნესინტერესების შესაბამისად, რაც სერიოზული საფრთხეა არა მარტო ჩვენი ქვეყნის არამედ რეგიონის უშიშროებისა და სტაბილურობისათვის საერთოდ. შალვა ნათელაშვილმა აცნობა ბატონ მარსელ პესკოს რომ ყველა პარტია, მათ შორის ლიდერთა საბჭო რამდენიმე დღეში ერთად მიმართავს ევროპის სასამართლოს სტრასბურგში,გაყალბებული არჩევნების ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირების მოთხოვნით. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა სთხოვა ეუთოს ხელმძღვანელობას საქართველოში ჩატარებული საარჩევნი ბოროტმოქმედებანი სრულად აისახოს ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის შემაჯამებელ დასკვნაში,რომელიც ახლა მზადდება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი