საზოგადოება

,,ვეკითხები მონა-მოსამართლეებს: გაიკეთებთ თუ არა ოპერაციას კაიფში მყოფ ქირურგთან?”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ თუ ჩინეთი კულტურული რევოლუციის წლებში იმართებოდა მაო ძე-დუნის დაძიბაოებით, საქართველო იმარება ბერა ივანიშვილის რეპით. საკმარისი იყო უფლისწულს გარეპვით მოეთხოვა ნარკომომხმარებელთა ხელშეუხებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტმაც არ დააყოვნა. გადაწყვეტილება კი გამოიტანა ეკა ბესელიას პროტეჟე მოსამართლე ტურავამ, ერთ-ერთი მოსამართლე კი თვითონაა საერთოდ ნარკომომხმარებელი.
     გასაგებია, რომ მარიხუანის მოწევაზე ციხეში არ უნდა იჭერდნენ, მაგრამ მისი სრული ლეგალიზაცია, რაც დღეს მოხდა, ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ მომავალ თაობას.
     მოგეხსენებათ, მძიმე ნარკოტიკების მიღებამდე ნარკომანები სწორედ მარიხუანას კოლეჯს ამთავრებენ ჯერ. ახლა ერთი კითხვა მაქვს ამ ვერდიქტის შემოქმედ ივანიშვილის ოჯახთან და მის მონა სასამართლო-მმართველ ძალასთან: გაუშვებთ თუ არა ნარკოტიკით დაბოლილ მასწავლებელთან-აღმზრდელ-ლექტორთან თქვენს შვილებს, გაიკეთებთ თუ არა ოპერაციას კაიფში მყოფ ქირურგთან, სამართლიანად ჩათვლით თუ არა ნარკონივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფი პოლიციელ-მოსამართლე-პროკურორთა გადაწყვეტილებებს, იმგზავრებთ თუ არა მარიხუანით დაბოლილი მძღოლ-მფრინავ-კაპიტან-მემანქანე პერსონების მესაჭეობით და სხვა უსასრულოდ.
 მოკლედ, ბევრი რომ არ ვასაბუთო, დასკვნა ერთია: ივანიშვილმა საბოლოოდ გაწირა ერის მომავალი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close