,,თუ გვინდა, რომ ხალხი არ ფიქრობდეს ქუჩასა და რევოლუციაზე, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ხელისუფლება ფიქრობს ხალხზე და ხედავდეს რეალურ შედეგებს!

ხვალ, 14 მარტს, 14 საათზე, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი (მეცნიერებათა დოქტორები: რამაზ გახოკიძე, ნუგზარ გულორდავა, კობა კობალაძე, თამაზ მეგრელიძე, ვახში ჟვანია, ზურაბ ფარესიშვილი, შოთა ჩხეიძე, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები: ომარ მხეიძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, გელოდი ფოცხიშვილი, ნუგზარ მგალობლიშვილი, პოლიტიკოსი თეიმურაზ შაშიაშვილი) მთავრობის კანცელარიას (ინგოროყვას ქ. 7 ) ჩააბარებს „ხალხის წერილს“, რომლის განხილვასა და შემუშავებაში 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ჩაბარების წინ გამართავენ პრესკონფერენციას და უპასუხებენ მედიის შეკითხვებს.”-წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე  თეიმურაზ შაშიაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი