პოლიტიკარედაქტორის გვერდი

ვახტანგ მაისაიას სკანდალური ანალიზი_ სომხეთში სააკაშვილის მიერ კლონირებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი მიდის

,,სააკაშვილის აჩრდილი სომხეთის პოლიტიკურ არენაზე და  მორიგი რევოლუცია” _ ამ საკითხებზე საკმაოდ სკანდალური და ექსკლუზიური ანალიზი მოგვაწოდა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ.

ვახტანგ მაისაია:

 _  ამ დღეებში  სომხეთში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც კიდევ უფრო რთულ ფაზაში გადადის, ხშირად ადარებენ სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარ ანალოგიურ პროცესებთან და ცდილობენ, მოახდინონ პოლიტიკური მოვლენების განჭვრეტა შესაბამისი ანალოგიების სახით. თუმცა არავინ არ საუბრობს სომხეთში დაწყებული პოლიტიკური გადატრიალების ე.წ. „ხავერდოვანი რევოლუციის“ სისტემურ მოდელზე ანუ იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა ქვეყანაში ასეთი, ყველასათვის მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი პროცესები? ფაქტიურად, სომხეთში დაარსებული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა 1998 წლის თებერვალში მომხდარი ე.წ. „სასახლის გადატრიალების“ დროს, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი დისიდენტური ე.წ „სირიული“ კლანი, ლევონ ტერ-პეტროსიანის თამადობით (თვით ლევონ ტერ-პეტროსიანი და რამოდინიმე მისი გუნდის წევრი წარმოშობით იყვნენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან), ჩანაცვლდა ე.წ. „ყარაბაღური“ კლანით რობერტ კოჩარიანი-სერჟ სარკისიანის სახით, დაეფუძნა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის და მისი ავტოკრატიული პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაარსებული ჰიბრიდული და ავტორიტარული რეჟიმის მოდელს. ფაქტიურად, სერჟ სარკისიანი, რომელიც იყო და ალბათ ეხლაც არის მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობარი და პოლიტიკური პარტნიორი, აღმოჩნდა სააკაშვილის ერთ-ერთი საუკეთესო „მოწაფე“ და მართლაც, „ხუთიანზე“ შეასრულა მისი დავალებები. სხვათაშორის, მმართველი რესპუბლიკური პარტია, რომელიც ოფიციალურად ითვლება კონსერვატიულ-ლიბერალური ტიპის პარტიად, ფაქტიურად გარდაიქმნა სერჟ სარკისიანის ხელში, რომელც ჩაუდგა სათავეში ამ პარტიაში 2007 წელს, სააკაშვილის „ერთიან ნაციონალური პარტიის“ პროტოტიპს და გადმოიღო ყველა ის მანკიერი თვისებები, რომელიც დამახასიათებელი იყო ქართული „საძმოსთვის“. ამის ერთგვარ მაგალითებად შეიძლება მოყვანილი იქნას შემდეგი:

  • უცნაურ ვითარებაში 1999 წელს, მმართველი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ლიდერის, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ვაზგენ სარკისიანის და მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, დემოკრატიული პარტიის ლიდერის, და ყოფილი საბჭოთა სომხეთის ხელმძღვანელის კარენ დემირჩიანის (აღნიშნული ორი ლიდერი აპირებდა გაერთიანებას და დაპირისპირებას მმართველი რესპუბლიკური პარტიის და „ყარაბაღური“ კლანთან ოპოზიციაში გადასვლას) საეჭვო ვითარებაში მკვლელობა (მათი და 10 პარლამენტარის პარლამენტის შენობაში დახვრეტა ვინმე უნანიანის მიერ მმართული ტერორისტული ჯგუფის წევრების მიერ, რომლებიც რამოდენიმე წელიწადში ამნისტირებული იყვნენ სწორედ ამ კლანის ხელმძღვანელების მიერ). რამოდენიმე სომეხი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამის უკან იდგნენ მაშინდელი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები. ამის ანალოგია 2005 წლის 2 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საიდუმლო ვითარებაში მკვლელობა, რომელიც უკვე მაშინ აპირებდა პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ოპოზიციაში გადასვლას;
  • ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის ტიპის მმართველობის დაწესება და 2008 წლის 1 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის დროსაც არჩეული იქნა სერ სარკისიანი, მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი და „ყარაბაღის“ კლანი ლიდერი, ოპოზიციური პარტიების სამართლიანად მოწყობილი საპროტესტო გამოსვლების სისხლიანი მეთოდების ჩახშობა, გამოყებული იქნა საბრძოლო იარაღი და ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა (შეტაკებების დროს დაიღუპა 8 ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტი და 100-მდე დაიჭრა). ანალოგია პირდაპირი სააკაშვილის მიერ სისხლიანი მეთოდებით დარბეული 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან;
  • მედიოკრატიის სრული მონოპილიზირება და ოპოზიციისთვის მედია-საშუალებების დახშობა და ადამაინის უფლებების სისტემური დარღვევები, რაც გახდა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ქვეყანაში არსებული სიტყვის თავისუფლების პერმანენტური კრიტიკის საბაბი. მაგალითად, 2002 წელს აიკრძალა ერთ-ერთი გავლენიანი ოპოზიციური ტელევიზიის “A1+” მაუწყებლობა და იმის მიუხედავად, რომ 2008 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ცნო აღნიშნული ქმედება უკანონოდ, მისი ტრანსლირება მაინც არ აღდგა და მხოლოდ გადაიცემოდა სოციალურ ქსელებში. ანალოგია სააკაშვილის ცხრაწლიანი ავტორიტარულ რეჟიმთან ცხადზე უცხადესია;
  • ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და სასწავლო დაწესებულებებში პარტიული მმართველობის დაწესება და მმართველი პარტიის ერთგული სტრუქტუების დანერგვა, რაც როგორც ჩანს პირდაპირ კოპი-პეისტით გადმოღებული სააკაშვილის მიერ მმართული საქართველოდან;
  • ე.წ. „მთიანი ყარაბაღის“ საკითხით სპეკულირება და მანიპულირება და ამით იმ უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაფარვის მცდელობა, რომელიც შეიქმნა სასომხეთში – აბსოლუტური უმუშევრობა (დაახლოებით მოსახლეობის 40%), მასობრივი ემიგრაცია (ემიგრაციაში წავიდა დაახლებით 2 მილიონამდე ადამიანი), ბიზნესზე პირდაპირი ზეწოლების განხორციელება და რეპრესიებში მოქცევა, სოციალური დაცვის პირობების მოხსნა (2010 წლის სოციოლოგიური გამოკითხვებით ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 22% იყო მეტ-ნაკლებად კმაყოფილი), არაბალინსირებული სახელისუფლო შტოების მმართველობა (განსაკუთრებით სასამართლო შტოზე ზეწოლა), ელიტური კორუფციის გამეფება და კლეპტოკრატიული მინი-ოლიგარქიულ-პარტიული დიქტატის დამყარება, საკანონმდებლო ნორმების მორგება პოლიტიკურ სისტემასთან, ნეპოტიზმი, კლიენტიზმი, ავტარკიზმი და ავტოკრატიული წესრიგი. აქაც სააკაშვილის მანიპულაციების მეთოდიკა და ანალოგიები შესამჩნევია აშკარად;
  • პოლიტიკური რეპრესიების განხოციელება და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების განხორციელება, სხვათშორის თვითონ ნიკოლ პაშინიანი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში იყო ამ რეჟიმის პოლიტპატიმარი. 2013 წელს დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ორი ოპოზიციონერი აქტივისტი სასტიკად სცემეს ერთ-ერთის საკუთარი სახლის ეზოში „უცნობმა“ პირებმა, ერთ-ერთი საპროტესტო მიტინგის შემდეგ (აიკაკ არშამიანი და სურენ საგატელიანი). ამის ფონზე უნდა აღინიშნოს, რომ ოპონენტთა დევნა და ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის დარბევები ისეთივე სასტიკი და ულმობელი არ იყო, როგორც სააკაშვილის პერიოდი საქართველოში და უფრო რბილ ხასიათს ატარებდა;
  • არჩევნების მასობრივი გაყალბება, მათ შორის ყველა დონეზე და ჰიბრიდულ-მარიონეტული პოლიტიკური „ოპოზიციური“ პარტიების და მოძრაობების დაარსება (მაგალითად, სავარაუდოდ ადგილობრივი ოლიგარქსი ცარუკიანის მიერ დაფუძნებული „კეთილდღეობის“ პარტიის უკან იდგა ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი), პოლიტიკური ანტურაჟის შესაქმნელად და უკვე არსებული რამოდენიმე პარტიის პოლიტიკური გადმობირება, პოლიტიკური კორუფციის მეთოდების საფუძველზე, მაგალითად „დაშნაკცუთუნის“ მაგალითიც იკმარებს. ანალოგია სააკაშვილი დროინდელ პერიოდთან. აქაც მგონია, რომ პირდაპირია „ქრისტიან-დემოკრატების პარტია“, „ეროვნული-დემოკარტიული პარტიის“ მცირე ჯგუფის პოლიტიკური გადმობირება, და ა.შ. ანუ ყველა ის მარიონეტული პარტიები, რომლებიც ამსტერდანში ეახლნენ ავტოკრატ მიხეილს სააკაშვილს. ამას თან ემატება, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ ნანგრევებზე აღმოცენებული ასეთივე სახის ჰიბრიდული და „გორგონასთავიანი“ პარტიებიც.

ამას გარდა, სარკისიან-სააკაშვილის და მათი გუნდის წევრების პოლიტიკური და არაფორმალური მეგობრობის საკაოდ საინტერესო ფაქტებიც არსებობს, რომელთა შორის შესაძლებელია გამოიყოს შემდეგი რამ:

  • სერჟ სარკისიანმა ფაქტიურად ერთი-ერთში შემოიღო ის სისტემა ე.წ. „ადმინისტრაციულ- კონსტიტუციური“ რეფორმების შედეგად, რომელიც სააკაშვილმა დანერგა საქართველოში 2011 წელს, მაგრამ ვერ ეღირსა მის სრულად ამოქმედებას. მარიონეტული და ბუტაფორული საპრეზიდენტო ინსტიტუტი და მთლიანად მონოლიზირებული პრემიერ-მინისტრის პოსტი, ანუ ე.წ. „რუსული როქირების“ ეს ვარიანტი კარგად დანერგეს პრეზიდენტ პუტინის მეგობრებმა მიხეილ სააკაშვილმა და სერჟ სარკისიანმა ანუ პოლიტიკურმა „ძმებმა ბლუზებმა“, მაგრამ მათი მეტრისგან განსხვავებით, მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ;
  • 2008 წელს სერჟ სარკისიანმა თავისი ძმადნაფიცი, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დააჯილდოვა ქვეყნის მაღალი ჯიდლოთი – ღირსების ორდენით და აღნიშნა მისი დიდი დამსახურება სომხური პოლიტიკურ ცხოვრებაში (რა იგულისხმა მან ალბათ ეს იქნებოდა საინტერესო);
  • 2014 წელს სწორედ სომხეთში გარბოდა ყალბი პასპორტით მიხეილ სააკაშვილის უერთგულესი მეგობარი და ქართველი „ნიკოლაი ეჟოვი“ ვანო მერაბიშვილი „ლევან მაისურაძის“ სახელით, როგორც ჩანს იქ ელოდებოდა საიმედო თავშესაფრის მიღებას და არ ცდებოდა, რადგანაც სწორედ სომხეთის მეშვეობით იგი ახორციელებდა უშუალოდ კავშირებს კრემლის ე.წ. ‘“სილოვიკების“ დაჯგუფებასთან და ახორციელებდა ე.წ. „შატლური ტიპის დიპლომატიას“ მოსკოვთან, თავისი ერთგული „სანჩო-პანსათი“ – ამირან მესხელის მეშვეობით (ვფიქრობ, არ არის გამორიცხული სხვა უკანონი ტრანზაქციების განხირციელებაც ამ მიმართულებიდან. მაგალითად იარაღის უკანანონო ბიზნესის წარმოებაც იგივე რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სტრუქტურების მეშვეობით);
  • 2013-2016 როგორც ჩანს სავარაუდოდ, უშუალოდ სარკისიანის განკარგულებით, ქვეყანაში არ შეუშვეს საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წელს აღიარებული სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, მოგონილი და თითიდან გამოწერილი უსუსური საბაბის საფუძველზე;
  • მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს, როგორ ჩანს, თავისი პოლიტიკური „ძმაფნაფიცის“ თხოვნით გააფორმა ე.წ. „რუსული სამხედრო ტრანზიტის“ შეთანხმება და გახსნა ლარსის საბაჟო პუნქტი სატრანზიტო მიმოსვლისთვის და როგორც ჩანს, როდესაც იგი გახდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალბათ ე.წ. „აფხაზურ ტრანზიტსაც“ გახსნიდა და შემდეგ თავს მოიწონებდა გადადგმული „თამამი“ ნაბიჯითაც.

ზემოთქმულიდან აშკარად ჩანს, რომ სომხეთში დღეს მიდის სააკაშვილის მიერ კლონირებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი და შემთხვევით არ არის რომ სააკაშვილი აპირებდა სომხეთში ჩასვლას, სულ მცირე მან მზადყოფნა გამოაცხადა და მედიატორობაც კი შესთავაზა მხარეებს, როგორც ჩანს საკუთარი პოლიტიკური „ძმადნაფიცის“ გადასარჩენად. ამასობაში კი უკვე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის პოლიტიკური მოთხოვნები და მისი პოლიტიკური პროგრამა ეფუძნება შემდეგ კონკრეტულ საკითხებს:

  • ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება და საკადრო წმენდების არ-ჩატარება;
  • ეროვნული პოლიტიკური სისტემის ფარგლებში მოქმედი „ძალთა ბალანსის“ გასწორება – პრემიერ-მინისტრისთვის გადაჭარბებული უფლებამოსილებების შეკვეცა;
  • სამხედრო ხარჯების გაზრდა და აზერბიაჯანთან მათი გატოლება და ძალთა ბალანსის შექმნა რეგიონულ დონეზე
  • ძალოვანი სტრუქტურების გარდაქმნა სამინისტროების დონეზე – ეროვნული უშიშროების სამსახურის და ეროვნული პოლიციის სტრუქტურის;
  • ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება უვიზოს მიმოსვლის თაობაზე;
  • „ევრაზიული ეკონომიკურ კავშირთან“ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად დარჩენა,
  • ოფიციალურ მოსკოვთან სტრატეგიული პარტნიორობის და მოკავშირეობის შენარჩუნება (ანუ პრო-რუსული საგარეო და თავდაცვის პოლიტიკია რჩება ხელშეუხებელი, თუ არ გაიზრდება);
  • ურთიერთობების განვითარება აშშ-სა და ჩინეთთან;
  • ახალი ტიპის საარჩევნო სისტემის დანერგვა, ისეთის როგორიც მოქმედებს საქართველოში;
  • სოციალური პრობლემების მოგვარება – ბრძოლა კოურფციასთან, სიღარბესთან გამკლავება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სტუდენტების პრობლემების დაძლევა;
  • ე.წ. „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ აღიარების პოლიტიკის დაწყება და ინტენსიფიკაცია და აზერბაიჯანის დაბრუნება ე.წ. „კონსტრუქციული დიალოგის რელსებზე“ (ანუ აზერბაიჯანის მილიტარისტული ჟინის მოთოკვა).

აღნიშნული საპროგრამო დებულებები მართლაც შთმბეჭდავია.  პაშინიანი, თუ იგი გახდება პრემიერ-მინისტრად ნამდვილად დაიწყებს მათ იმპლემენტაციას, რადგანაც მას ექნება საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მაგრამ ზემოაღნიშნული რიტორიკიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ საქართველოსთვის აქ საინტერესო ის არის, რომ  სომხეთი კვლავ რჩება პრო-რუსული გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრში და კიდევ უფრო შეიძლება გართულდეს „ყარაბაღის“ მშვიდობიანი გზებით მოგვარების პროცესი, რამაც კავკასიის რეგიონში, იგულისხმება ცენტრალური კავკასია (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი), სამხრეთ კავკასია (ცენტრალურ კავკასიის ქვეყნებს+თურქეთი და ირანის ისლამური რესპუბლიკა) და ჩრდილოეთ კავკასია (რუსეთის ფედერაციაში შესული ენთო-ტერიტორიული ავტონომიური პოლიტიკური რესპუბლიკები და ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულები), სიტუაცია ალბათ არ იქნება სტაბილური. ვნახოთ, დაველოდოთ სიტუაციის შემდგომ განვთარებას, თუმცა წინა ბლოგში გაკეთებული ჩემი პროგნოზი, სამწუხაროდ, მართლდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close